მეორე დაკავება ბოლო 1 კვირაში - სასამართლოში თორნიკე თოშხუას პროცესი მიმდინარეობს

02.08.26 13:26
მეორე დაკავება ბოლო 1 კვირაში - სასამართლოში თორნიკე თოშხუას პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო აქტივისტის, თორნიკე თოშხუას პროცესი მიმდინარეობს. საქმეს მოსამართლე თორნიკე კაპანაძე განიხილავს.

სხდომის დაწყებისას სიტყვის თქმის უფლებით ისარგებლა დაკავებულმა და თქვა, რომ იმ დროს, როდესაც საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიიდან წაიყვანეს, მისთვის არ განუმარტავთ, ის დააკავეს, თი ტერიტორიიდან უბრალოდ განარიდეს.

უფლებადამცველების განმარტებით, ამ საქმეში არ მოიძებნება არანაირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებს, რომ თოშხუამ კანონსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინა.

თოშხუა დაკავებულია ადმინისტრაციული წესით, მას ედავებიან, რომ დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი. ბანერზე ჰქონდა წარწერა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ პოლიციამ ვერ განუმარტა, რატომ ითვლებოდა ამ ბანერზე არსებული წარწერა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევად. პოლიციამ დაარღვია ადმინისტრაციული სამარათალდარღვევათა კოდექსი, პოლიციის შესახებ კანონი, გამომდინარე იქიდან, რომ მას არანაირი განმარტება, გაფრთხილება არ მისცეს, ისე გამოიყენეს უკიდურესი ფორმა, დაკავება, დაკავების დროს არ განუმარტეს თავისი უფლებები, დღეს კი სასამართლოში შემოიტანეს საქმე, აბსოლუტურად არაგონივრული მოთხოვნით, გაუგრძელეს 48 საათიანი პატიმრობა. პირველი გადაწყვეტილება არ არის ძალაში შესული და ვერანაირად ვერ იქნება თორნიკეს წინააღმდეგ გამოყენებული. იმედი გვაქვს, რომ პოლიციაც, შსს-ს წარმოამდგენელიც და მოსამართლეც განმარტებას მაინც გააკეთებენ, რტომ არ ჯდება გამოხატვის ეს ფორმა, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, - განაცხადა ეკა ქობესაშვილმა.

თორნიკე თოშხუა ქუჩაში ჩატარებული გამოკითხვის გამო საკრებულოსთან მეორედ დააკავეს და დაჩქარებული წესით თელავის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ თოშხუა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით არის დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

ცნობისთვის, თოშხუა ბიძინას და სამი ასოს კომბინაციანი ბანერის ხელში ჭერის გამო, 26 ივლისსაც დააკავეს. ის სასამართლომ 6000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.