საგამოძიებო მედიაპლატფორმის, სტუდია „მონიტორის“ ფეისბუკ გვერდი წაიშალა

03.08.26 14:31
საგამოძიებო მედიაპლატფორმის, სტუდია „მონიტორის“ ფეისბუკ გვერდი წაიშალა

საგამოძიებო მედიაპლატფორმის, სტუდია „მონიტორის“ ფეისბუკ გვერდი წაიშალა.

როგორც „მონიტორის“ ჟურნალისტის, მარიკა დუდუნიას გამოქვეყნებულ „სკრინზე“ ჩანს, ფეისბუკის მფლობელი კორპორაცია „მეტა“ მათ „საავტორო უფლებების დარღვევას“ ედავება.

აღნიშნულს ჟურნალისტები გამორიცხავენ.

საგამოძიებო სტუდიის გამგეობის თავმჯდომარე და რედაქტორი ნინო ზურიაშვილი ყველა შემოტევას ბოლო ჟურნალისტური გამოძიების შინაარსს უკავშირებს. 

ეს არის კიდევ მესამე შემოტევა, ვფიქრობ, ყველა ეს შემოტევა უკავშირდება ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების შინაარსს და ეს ადამიანები, ვისაც ეხება, ახალი მეთოდები ისწავლეს ჩვენთან ბრძოლის და გამკლავების. ახლა უნდა დაიდოს მალე სკამერებთან დაკავშირებით ჟურნალისტური გამოძიება, უკვე დადებული იყო ანონსი და სავარაუდოდ, ეს მესამე შემოტევა მაგას უკავშირდება, მანამდე სხვადასხვა ჟურნალისტური გამოძიებები დავდეთ, უბრალოდ, კონკრეტულ გვარს და კონკრეტულ ადამიანებს, ვერაფრით დავასახელებ, - ამბოსბ ნინო ზურიაშვილი. 

„მონიტორის“ ჟურნალისტის, მარიკა დუდუნიას თქმით, გვერდის გათიშვა სწორედ იმ ადამიანების ინტერესშია, ვისზედაც მასალები მზადდება და არ გამორიცხავს, რომ ამაში “ტროლ-ბოტებს“ თანხებსაც უხდიან.

ჩვენ წინააღმდეგ საჩივრები, ე.წ. რეპორტებია შესული, ეს ყველაფერი დაემთხვა ჩვენი ჟურნალისტური გამოძიებსი ანონსს, რომელიც სამი დღის წინ გამოვაქვეყნეთ. გამოძიება შეეხება თაღლითურ ქოლცენტრს, რომელზედაც შარშან მოვამზადეთ ერთი ჟურნალისტური გამოძიება და აღმოჩნდა, რომ კვლავ მუშაობს. ახალი გამოძიება არის სწორედ ამ თემაზე, დღეს უნდა გამოქვეყნებულიყო, თუმცა, ვერ მოვახერხებთ, სანამ ჩვენი ფეისბუქი არ აღდგება, ისინი, ვინც ჩვენ გვერდებს არეპორტებენ, არიან გადახდილი ტროლ-ბოტები, ამაში თანხებია გადახდილი, თუმცა, საიდან, ამას ჩვენ ვერ დავადგენთ, თუმცა, ცალსახაა, რომ ეს შეტევა არის კარგად ორგანიზებული. ინდოეთიდან არის მაგალითად ერთ-ერი რეპორტი შემოსული, დარწმუნებული ვარ, იმ ადამიანმა, ვინც ეს რეპორტი გააგზავნა, ფული ისე აიღო, რომ არ გაუგია, ვინ არის ამ ყველაფრის უკან.  რა თქმა უნდა, იმათ ინტერესშია, ვისზედაც მასალას ვამზადებთ, ვგულისხმობ ხელისუფლებსაც, ქოლცენტრსაც, - ამბობს დუდუნია. 

ცნობისთვის, წინა კვირას, 25 ივლისს, ასევე გაითიშა „მონიტორის“ YouTube-არხი, რომელიც მოგვიანებით აღადგინეს.

აღსანიშნავია, რომ გამოცემის ბოლო ჟურნალისტური გამოძიება საქართველოში მოქმედ „ქოლცენტრებს“ ეხება.

მსგავსი სიახლეები