ბინაში უკანონოდ შეაღწია და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ძვირადღირებულ ტექნიკას - დაკავებულია ერთი პირი

04.08.26 10:36
ბინაში უკანონოდ შეაღწია და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ძვირადღირებულ ტექნიკას - დაკავებულია ერთი პირი

ძვირადღირებული ტექნიკის ქურდობის ბრალდებით, შსს-მ წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავა

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თბილისში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შეაღწია, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ძვირადღირებულ ტექნიკას და ადგილიდან მიიმალა. 

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თბილისში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შეაღწია და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ძვირადღირებულ ტექნიკას, რის შემდეგაც ადგილიდან მიიმალა.

ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.

პოლიციამ ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს," - წერია განცხადებაში.