რამ გამოიწვია ქვეყნის 2-დღიანი ჩაბნელება - სემეკ-ში სხდომა იწყება
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში სხდომა იწყება - დღეს დავით ნარმანია საზოგადოებას პირველად ანგარიშს გააცნობს, თუ რამ გამოიწვია 24 და 25 ივლისსს ქვეყნის მასშტაბით დენის მასობრივი გათიშვა.
ჯერჯერობით უცნობია, დაესწრება თუ არა სხდომას სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი დავით ვარდიაშვილი.
სხდომის დაწყებამდე დავით ნარმანია კითხვებს არ პასუხობს და “პირველებს“ ეუბნება, რომ სხდომაზე გაირკვევა, რა საკითხებზე იმსჯელებენ.
სხდომაზე გაიგებთ საკითხებს, ჯერ არ ვასრულებთ ჩვენ საკითხის განხილვას, დღეს მინდიანრე განხილვა გვექნება, ასე რომ დაელოდეთ სხდომას, - ამბობს ნარმანია.
24 ივლისს ელექტროენერგია ქვეყნის მასშტაბით სრულად გაითიშა. შუქი ჩაქრა 25 ივლისის დილითაც. სუს-მა 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო. 30 ივლისს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ პირველადი შედეგი გამოაქვეყნა.
მსგავსი სიახლეები
საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაზე პროფესიულ აკადემიებში მიღება დაიწყო
პროგრამის ფარგლებში, ბანკი დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს, 20-მდე პარტნიორ პროფესიულ აკადემიაში, 100%-იანი დაფინანსებით დაეუფლონ მათთვის საინტერესო პროფესიას და მიიღონ პრაქტიკული ცოდნა სხვადასხვა მიმართულებით.