18 თვეში პატიმართა რაოდენობა საქართველოში 43%-ით არის გაზრდილი -გიორგი ბურჯანაძე სტატისტიკას აქვეყნებს

04.08.26 12:31
18 თვეში პატიმართა რაოდენობა საქართველოში 43%-ით არის გაზრდილი -გიორგი ბურჯანაძე სტატისტიკას აქვეყნებს

სამოქალაქო საზოგადოების ფონდის სამართლებრივი მრჩეველი გიორგი ბურჯანაძე პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პატიმრების სტატისტიკას აქვეყნებს და წერს, რომ მათი რაოდენობა 2025 წლის იანვრიდან 2026 წლის ივნისამდე 43%-ით არის გაზრდილი.

ბურჯანაძის თქმით, არის ციხეები, სადაც პატიმართა ლიმიტი გადაცილებულია.

ივნისის ბოლოს საქართველოს ციხეებში სულ 12 344 პატიმარი იყო,

ჯამურად, 12 ადგილია მხოლოდ ციხეში დარჩენილი ივნისის მდგომარეობით. 2025 წლის იანვრიდან 2026 წლის ივნისამდე (18 თვეში) პატიმართა რაოდენობა საქართველოში 43%-ით არის გაზრდილი.

2026 წლის ივნისში 690 პირმა დატოვა ციხე, მაგრამ წინა თვესთან შედარებით მაინც 209 პატიმრით გაიზარდა ციხის პოპულაცია.

№2, №8 და №15 დაწესებულებებში პატიმართა ლიმიტი გადაცილებულია შემდეგი ოდენობებით:

 ქუთაისის #2 ციხის ლიმიტის 34%-ით (788 პატიმრით) მეტი

 გლდანის #8 ციხის ლიმიტის 32%-ით (796 პატიმრით) მეტი

 ქსნის #15 ციხის ლიმიტის 56%-ით (364 პატიმრით) მეტი" , - წერს გიორგი ბურჯანაძე.

მსგავსი სიახლეები