თბილისში გარდაცვლილი ტაილანდელი მოგზაურის სამშობლოში გადასვენებაზე ნებართვა ჯერ კიდევ არ არსებობს
27 წლის ტაილანდელი მოგზაურის ბავორნტატ პენგსუკის სამშობლოში გადასვენებაზე ნებართვა ჯერ კიდევ არ არსებობს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მედია ტაილანდის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ საელჩოს წარმომადგენლები საქართველოში იმყოფებიან და მჭიდროდ თანამშრომლობენ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ყველა სამართლებრივი პროცედურის დასრულებამდე.
სამინისტროს განცხადებით, ცხედრის რეპატრიაციას არ დასჭირდება სიკვდილის მიზეზის დასადგენად სასამართლო ექსპერტიზის დასრულებამდე ლოდინი.
ტაილანდის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ჯაიტაი უპაკარნიტიკასეტმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ჯერ კიდევ ელოდება სასამართლო ექსპერტიზის შედეგებს, რომელთა დასრულებასაც დრო სჭირდება. ქსოვილის ნიმუშები უკვე აღებულია და ლაბორატორიული ტესტირება მიმდინარეობს.
ცნობისთვის, 27 წლის ტაილანდელი მოგზაური ბავორნტატ პენგსუკი თბილისში ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს - შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტს ადასტურებს და მომხდარს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე - თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იძიებს.