შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი სასამართლოში მივიდა - მერაბ მალანია შვილის პროცესს დაესწრება

04.08.26 15:00
შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი სასამართლოში მივიდა - მერაბ მალანია შვილის პროცესს დაესწრება

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე - შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, მერაბ მალანია შვილის პროცესზე დასასწრებად სასამართლოში მივიდა.

როგორც მან პროცესის დაწყებამდე განაცხადა, კომენტარს დასრულების შემდეგ გააკეთებს.

შუალედური სხდომაა. ჩემი შვილი ახალ ბრალს არ ეთანხმება, არავინ არ ვეთანხმებით, ეს აბსურდია, ამაზე მოგახსენებთ მოგვიანებით. ეს არის უკანონობა და უსამართლობა, - თქვა მერაბ მალანიამ. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი მალანიას ბრალი დაუმძიმეს - შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის შვილს გამოძიება არა დანაშაულის შეუტყობინებლობას, არამედ ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას ედავება. 

მალანიას ბრალის ოფიციალური დადგენილება ზაჰესის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გააცნეს.  ბრალის წარდგენას ადვოკატთან ერთად მალანიას მამა, მერაბ მალანიაც  ესწრებოდა.

პროკურატურა ამბობს, რომ ალექსანდრე გაბაშვილმა, გიორგი რიკაძემ და დემეტრე ჩიქოვანმა სწორედ გიორგი მალანიას დახმარებით (რომელიც გიგა ავალიანის მოსწავლე იყო) გაარკვიეს მისი სამუშაო და საცხოვრებელი ადგილის მისამართები, შეისწავლეს მისი სამუშაო გრაფიკი, რა გზით გადაადგილდებოდა სამსახურიდან სახლში. შეარჩიეს განზრახვის შესრულების ადგილი და დაიწყეს თვალთვალი.

  • გიორგი მალანიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტით (ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები