სემეკ-ში ადასტურებენ, რომ სუს-ს დოკუმენტები გაუგზავნეს

04.08.26 15:49
სემეკ-ში ადასტურებენ, რომ სუს-ს დოკუმენტები გაუგზავნეს

სემეკში ადასტურებენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დოკუმენტები გადაუგზავნეს, თუმცა მარეგულირებელი კომისიიდან გამოკითხვაზე ჯერ არავინ დაუბარებიათ.

დავით ნარმანია ამბობს, რომ თანამშრომლობენ სუს-თან, თუმცა გამოკითხვაზე არ ყოფილან. 

ჩვენ ვთანამშრომლობთ სუს-თან აღნიშნული კვლევის ფარგლებში, გვაქვს ინფორმაციის ურთიერთგაცვლა. გამოკითხვაზე არ ვყოფილვარ, - განაცხადა ნარმანიამ.

24 ივლისს ელექტროენერგია ქვეყნის მასშტაბით სრულად გაითიშა. შუქი ჩაქრა 25 ივლისის დილითაც. სუს-მა 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო. 30 ივლისს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ პირველადი შედეგი გამოაქვეყნა.