რეგისტრირებული დანაშაულის მაჩვენებელი გაიზარდა - სტატისტიკა
საქსტატის ცნობით, 2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოში სულ რეგისტრირებულია 29,915 დანაშაული, რაც 2025 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე (26,038 დანაშაული) 14.9%-ით (3,877 ერთეულით) მეტია.
ოფიციალური ინფორმაციით, 2026 წლის I-II კვარტალში ნარკოტიკული დანაშაულის რეგისტრირებულმა შემთხვევებმა 7,533 შეადგინა, მაშინ როდესაც 2025 წლის 6 თვეში ეს მაჩვენებელი 3,919 იყო (ზრდა +92.2%).
67%-ით გაიზარდა სამოხელეო დანაშაულები.
კვლევის მიხედვით შემცირებულია მატერიალური და ფიზიკური ზიანის მიყენებისკენ მიმართული დანაშაულები:
- საკუთრების წინააღმდეგ დანაშაული: შემცირდა 8,339-მდე (2025 წლის 6 თვეში - 8,865);
- ჯანმრთელობის წინააღმდეგ დანაშაული: შემცირდა 3,588-მდე (2025 წლის 6 თვეში - 3,813);
- სატრანსპორტო დანაშაული: შემცირდა 1,326-მდე (2025 წლის 6 თვეში - 1,569).
რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა (I-II კვარტალი, 2025 vs 2026 წწ.):
მიუხედავად რეგისტრირებული დანაშაულის საერთო რაოდენობის ზრდისა, საქსტატის თანახმად, დაზარალებულ პირთა რაოდენობა 2.9%-ით შემცირდა და 2026 წლის I-II კვარტალში 8,385 კაცი შეადგინა (2025 წლის 6 თვეში - 8,632 კაცი).
2026 წლის I ნახევარში დაზარალებულთა შორის 4,374 კაცია (52.2%), ხოლო 4,006 - ქალი (47.8%). გასულ წელს ქალი დაზარალებულების წილი მცირედით მაღალი იყო (4,326 ქალი vs 4,294 კაცი).
დაზარალებულთა აბსოლუტური უმრავლესობა (7,373) საქართველოს მოქალაქეა, თუმცა იმატა დაზარალებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა რაოდენობამ - 952 პირი (2025 წლის I ნახევარში - 718).
2026 წლის პირველ 6 თვეში მცირედით შემცირდა როგორც ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა, ისე მოძალადეთა აღრიცხული რაოდენობაც:
ოჯახში ძალადობის სტატისტიკა სქესისა და როლის მიხედვით (2025-2026 წწ. I-II კვარტალი):
ოჯახში ძალადობის ყველაზე მეტი შემთხვევა ტრადიციულად დედაქალაქში ფიქსირდება:
- ქ. თბილისი: 1,701 მსხვერპლი / 1,638 მოძალადე;
- ქვემო ქართლი: 441 მსხვერპლი / 439 მოძალადე;
- აჭარის არ: 299 მსხვერპლი / 293 მოძალადე;
- კახეთი: 347 მსხვერპლი / 335 მოძალადე;
- იმერეთი: 246 მსხვერპლი / 229 მოძალადე.