გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე - გიორგი მალანია სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

04.08.26 17:36
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე - გიორგი მალანია სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე - გიორგი მალანია სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. მისი საქმე კი არსებით განხილვაში გადავიდა.

საქმის პროკურორი, ქეთი სონიძის თქმით, საგამოძიებო მოქმედებების დროს ჩატარებული მტკიცებულებები საკმარისი აღმოჩნდა, იმისთვის, რომ სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობა მოსამართლეს გაიზიარებინა და არასრულწლოვანი პატიმრობაში დაეტოვებინა.

მისი მტკიცებით, არსებობს ყველა მტკიცებულება იმისთვის, რომელიც დაკავებულის ბრალეულობას დაადასტურებს.

სასამართლომ განიხილა აღკვეთი ღონისძიების გადასინჯვის საკითხი და გიორგი მალანიას მიმართ შეფარდებული პატიმრობა დატოვა უცვლელი. დაცვის მხარეს ასევე ჰქონდა შუამდგომლობა დევნის შეწყვეტის თაობაზე, თუმცა, სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობა არ დაააკმაყოფილა და საქმე არსებით განსახილველად სასამართლოს გადაეცა.

მტკიცებულებებს რაც შეეხება - ეს არის ძირითადად მსაჯავრებულ ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი მალანიას კომუნიკაციის ამსახველი ზარები. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ გიორგი მალანიამ იცოდა ამის შესახებ, რადგან მანამდე ისინი ერთმანეთისთვის უცხო ადამიანები იყვნენ, საერთოდ არ იცნობდნენ ერთმანეთს, და გიორგი მალანიამ ციოდა, რომ ნია იმნაძეს ჰქონდა პრობლემა, მათემატიკის მასწავლებელთან. კერძოდ, ნია იმნაძის გადმოცემით, მან ბევრი ინფორმაცია იცოდა, რაც ასახავდა, ვითომდა მასწავლებლი მხრიდან აღნიშნული არასრულწლოვნის სექსუალურ შევიწროვებას. მას შემდეგ,რაც გაიგო, რომ იმნაძის შეყვარებული, ალექსანდრე გაბაშვილი ცდილობდა გიგა ავალიანის მისამართის გაგებას და კონკრეტული ინფორმაციის დადასტურებას, მას ბუნებრივია, უნდა სცოდნოდა რის გამო გაუჩნდა ალექსანდრე გაბაშვილს გიგა ავალიანის ინტერესი, სხვა შემთხვევაში, არანაირი გადაკვეთა მათ ერთმანეთთან, გარდა ნია იმნაძის ფაქტორისა, არ ჰქონიათ, - განაცხადა ქეთი სონიძემ.