გადავსებული ციხეები ქვეყანაში - ბოლო ოფიციალური სტატისტიკით, 12 ათასზე მეტი პატიმარი გვყავს
გადავსებული ციხეები ქვეყანაში - ბოლო ოფიციალური სტატისტიკით, 12 ათასზე მეტი პატიმარი გვყავს, პენიტენციურ სისტემას დაქვემდებარებულ 14 დაწესებულებაში ადგილების საერთო ლიმიტირებული რაოდენობა 12 344-ს შეადგენს, ივნისის მონაცემებით კი დარჩენილი მხოლოდ 12 ადგილი, 2025 წლის იანვრიდან 2026 წლის ივნისამდე პატიმართა რაოდენობა საქართველოში 43%-ით არის გაზრდილი.
3 ყველაზე დიდ პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრების რაოდენობა ლიმიტს აჭარბებს, მხოლოდ ქუთაისის ციხეში 788 პატიმრით მეტია, 796 პატიმრით მეტია შესახლებული გლდნადის ციხეში, სისტემა ასეთი გადატვირთული 2012 წლის შემდეგ აღარ ყოფილა, ეკა ბესელია გლდანის ციხეში კვირაში რამდენჯნჯერმე შედის, უფლებადამცველის განმარტებით, პატიმრების რაოდენობა იმდენად მაღალია, რომ პერსონალი მომსახურეობას ვერ აუდის, მსჯავრდებულები ექიმის რიგს რამდენიმე კვირის განმავლობაში ელოდებიან.