ჩაქვში მატარებელი კაცს დაეჯახა - ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა
ჩაქვში მატარებელი 35 წლის მამაკაცს დაეჯახა - მოქალაქე ადგილზე დაიღუპა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება 275-ე მუხლის მეოთხე ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.