უარი ტაძარში დასვენებაზე - რას ამბობენ ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში

04.08.26 21:19
უარი ტაძარში დასვენებაზე - რას ამბობენ ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში აცხადებენ, რომ ზაალ ლატარიასთვის გარდაცვლილი შვილის ტაძარში დასვენებაზე უარი მის უკრაინაში ბრძოლასა და პოლიტიკას არ უკავშირდება - ინფორმაციას "რადიო თავისუფლება"ავრცელებს. 

26 წლის ლანა ლატარია უკრაინაში მებრძოლი ჯარისკაცის, ზაალ ლატარიას შვილია. მებრძოლმა ფეისბუკზე დაწერა, რომ მას მიცვალებულის ტაძარში დასვენებაზე უარი უთხრეს, თუმცა რატომ არ აუხსნია.

უარი ამ მიზეზით [ზაალ ლატარიას უკრაინაში ბრძოლა ] არ თქმულა, მიცვალებულის ტაძარში დასვენებისგან სასულიერო პირებმა თავი სხვა - ქალის გარდაცვალების მიზეზის გამო შეიკავეს - უთხრეს რადიო თავისუფლების ცნობით მათ ცაიშისა და ზუგდიდის ეპარქიაში, თუმცა არ ჩათვალეს საჭიროდ დეტალებზე ესაუბრათ.

გამოცემის ცნობითვე, ეპარქიაში აცხადებენ, რომ გარდაცვლილს წესი აუგეს და ჭირისუფალს შეუძლია ის საეკლესიო მსახურებებსა და ლოცვებში მოიხსენიოს.

ამასთან, ქუთაისელი მღვდელმა მღვდეკლმა ექვთიმე სარალიძემ ლანა ლატარიას ოჯახს შესთავაზა მიცვალებული ვარდიგორის წმინდა სამების ტაძარში დაესვენებინათ.

„თუ გადაწყვეტენ, უკან არ დავიხევ, გვერდით დავუდგები“, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას.

 

მსგავსი სიახლეები