შსს უნგრელი ჟურნალისტის დაკავებაზე პირველ კომენტარს აკეთებს

05.08.26 19:45
შსს უნგრელი ჟურნალისტის დაკავებაზე პირველ კომენტარს აკეთებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უნგრელი ჟურნალისტი ლასლო რობერტ მეზესი საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფება და დარღვეული აქვს ქვეყანაში ყოფნის ვადები. ამის შესახებ "პირველებს" შსს-ში განუცხადეს. 

განცახდების მიხედვით, ლასლო რობერტ მეზესი "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის საფუძველზე დააკავეს. 

აღნიშნული პიროვნება საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე და დარღვეული აქვს ქვეყანაში ყოფნის ვადები. აღნიშნულიდან გამომდინარე მიმდინარეობს პირის დაკავების პროცედურა "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის "ბ" ქვეპუნქტის საფუძველზე," - განუცხადეს შსს-ში "პირველებს". 

მანამდე კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრმა, მარიკა არევაძემ დაწერა, რომ ლასლო რობერტ მეზესი საემიგრაციო სამსახურმა დააკავა.