დაკავებული ნია იმნაძე კლინიკაში რჩება

06.08.26 10:10
დაკავებული ნია იმნაძე კლინიკაში რჩება

გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ნია იმნაძე კლინიკაში რჩება. მედიკოსები ამბობენ, რომ პაციენტს “საჭირო მკურნალობა უტარდება”.

ნია იმნაძე დაკავებისას შეუძლოდ გახდა. 

ნია იმნაძე სისხლის სამართლის კოდექსის 25/117 მუხლი მესამე "ლ" ქვეპუნქტით დააკავეს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ჯგუფური დაზიანების წაქეზებას გულისხმობს.

ნია იმნაძე გიგა ავალიანის ყოფილი მოსწავლე და საქმეზე ერთ-ერთი მთავარი მსჯავრდებულის შეყვარებული იყო.

იმნაძის დაპატიმრებას მოკლული პედაგოგის დედა ეკა კუპატაძე თვეებია, ითხოვს. გიგა აცალიანის ოჯახი მიიჩნევს, რომ არასრულწლოვანი თავდასხმის ორგანიზატორია. 

გიგა ავალიანზე მკვლელობიე საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლით, ჯამში, არაერთი არასრულწლოვანია დაკავებული, ზოგიერთი მათგანი მსჯავრდადებულის სტატუსს ატარებს.

28 წლის მასწავლებელს, გიგა ავალიანს თბილისში გასული წლის პირველ ოქტომბერს დაესხნენ თავს. ახალგაზრდა კაცი 23 დღეს შემდეგ, 24 ოქტომბერს კლინიკაში გარდაიცვალა.

ვის რამდენი წელი აქვს მისჯილი?

დემეტრე ჩიქოვანი  - სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტით , რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადებას გულისხმობს. დანაშაული 13-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ანი ნასყიდაშვილი - დამნაშავედ ცნეს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს. მას  7-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

ჩიქოვანთან ერთად ამ სამეზე მსჯავრდებულის სტატუსი აქვთ ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს, ორივე მათგანს 10.6-10.6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.

საქმის მასალების მიხედვით, 2025 წლის 1 ოქტომბერს, ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძის და დემეტრე ჩიქოვანის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელმაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო და საბოლოოდ რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. 

ბრალდება ამტკიცებს, რონ ანი ნასყიდაშვილისთვის ცნობილი იყო, მძიმე დანაშაულის მომზადებისა და განხორციელების შესახებ, თუმცა მან პოლიციას ფაქტის შესახებ არაფერი შეატყობინა.