ნიკა მელიას განაჩენი, შესაძლოა, დღეს გამოცხადდეს
ნიკა მელიას საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება - საქმე ეხება ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლისთვის, თორნიკე ქოჩქიანისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ბრალდებას.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 13:00 საათზეა დანიშნული.
"პირველების" ინფორმაციით, პოლიტიკოსი სხდომას არ დაესწრება.
პოლიტიკოსის ადვოკატის განცხადებით, ექსპერტიზა ვერ ადგენს, ნამდვილად ეკუთვნოდა თუ არა ორი სიტყვა ნიკა მელიას.
მრავალთვიანი ლოდინის შემდეგ პროცესი ჩაინიშნა. დიდი ალბათობაა იმისა, რომ მოსამართლემ უკვე გამოაცხადოს განაჩენი. ეპიზოდი შეეხება ორ სიტყვას, რომლიც გაჟღერდა სასამართლო დარბაზში. ერთი მხრივ, ექსპერტიზა ვერ ადგენს ნამდვილად ნიკა მელიას მიერ იყო თუ არა ეს ფრაზა წარმოთქმული. ვიდეო ჩანაწერით იგი საერთოდ არ არის ამ დროს სასამართლო დარბაზში.
მეორეს მხრივ, არის სასამართლოს ორი თანამშრომლის ჩვენება. ამ მტკიცებულებებს სტანდარტით მოსამართლემ უნდა შეაფასოს ნიკა მელია ცნოს დამნაშავედ თუ არა. ასევე ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ ეს არის უკვე მესამე გამაჩანი ამ წელს ნიკასთან მიმართებით და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, თუ ეს არ არის ანგარიშსწორება და თუ ეს არ არის ხელისუფლების სურვილი, რომ იგი გახანგრძლივებული ვადით დარჩეს საპატიმროში, აღნიშნული მუხლი იმ შემთხვევაშიც კი თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ჩაიდინა ეს დანაშაული, ჯარიმას ითვალისწინებს. და არ არის აუცილებელი აპრიორში მრავალწილანი პატიმრობა იქნას გამოყენებული.
დაველოდებით რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. მე, როგორც იურისტს მინდა მჯეროდეს, რომ ეს საქმე არ იქნება მორიგ რეპრესიულ ინსტრუმენტად არ იქნება გამოყენებული"- თქვა ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილი.
მელიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მელიას ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის, თორნიკე ქოჩქიანის შეურაცხყოფას ედავებიან. ქოჩქიანი 2025 წლის ნოემბერში ნიკა მელიას ადმინისტრაციულ საქმეს განიხილავდა. მან ლისის ტბის ასახვევთან დაკავებისას პოლიციელის შეურაცხყოფის საბაბით მელია 5 000 ლარით დააჯარიმა.