რუსთაველის გამზირზე მომხდარ ინციდენტზე “ჯივიპი“ განცხადებას ავრცელებს
რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში სატვირთო მანქანის ამოტრილებასთან დაკავშირებით ჯივიპი განცხადებას ავრცელებს.
კომპანიის ინფორმაციით, ავტომანქანამ ტრანშიის კიდესთან ახლოს იმოძრავა, რამაც ნიადაგის ჩამოშლა და ტექნიკის მოცურება გამოიწვია.
მათი თქმით, გამოვლინდა შრომის უსაფრთხოების ნორმებისა და სახელშეკრულებო პირობების უხეში დარღვევა - თვითმცლელში იმყოფებოდა მცირეწლოვანი ბავშვი, რასაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას, ჯივიპის კონტრაქტორი კომპანიის თვითმცლელმა ავტომანქანამ ტრანშიის კიდესთან ახლოს იმოძრავა, რამაც ნიადაგის ჩამოშლა და ტექნიკის მოცურება გამოიწვია.
მძღოლის მიერ სატრანსპორტო საშუალების დამოუკიდებლად გამოყვანის მცდელობისას ტრანშიის კიდე დამატებით დაზიანდა და ავტომანქანა გადაბრუნდა.
ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ობიექტზე სამუშაო პროცესი შეუფერხებლად, ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გამოვლინდა შრომის უსაფრთხოების ნორმებისა და სახელშეკრულებო პირობების უხეში დარღვევა - თვითმცლელში იმყოფებოდა მცირეწლოვანი ბავშვი.
ჯივიპის შესაბამისი სამსახურები ადგილზე იკვლევენ ფაქტს დეტალურად დაზუსტების მიზნით. მოკვლევის დასრულებისთანავე, კომპანია კონტრაქტორი ორგანიზაციის მიმართ გაატარებს ხელშეკრულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სამართლებრივ ზომებს,- წერია განცხადებაში.
უსთაველის გამზირზე, სადაც რამდენიმე დღეა, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს გზა ჩავარდა და სამშენებლო მასალით დატვირთული სატვირთო ამატრიალდა.
ინფორმაციას და კადრებს inradio.tv ინრადიო ავრცელებს.
როგორც ადგილიდან გავრცელებულ ვიდეოში მოქალაქე ყვება, სატვირთოს კაბინაში მძღოლთან ერთად ბავშვი იმყოფებოდა. ის ადგილზე დასაქმებულებმა უვნებლად გადმოყვანეს. დაზიანებები არ აღნიშნება მძოლსაც.