გვახსოვს გმირები, გვახსოვს მტერი - კამპანია “ერთი საქართველოს“ წევრებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაო ყვავილებით შეამკეს
გვახსოვს გმირები და გვახსოვსს მტერიც - ამ მოწოდებით გადიან ამ საღამოს მოქალაქეები ქუჩებში. აგვისტოს ომიდან 18 წლის თავზე, უწყვეტ წინააღმდეგობაში ჩართული აქტივისტები, გმირთა მოედანზე აპირებენ შეკრებას, რათა პატივი მიაგონ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი გმირების ხსოვნას.
შეკრება საღამოს არის დაგეგმილი, იქამდე კი კამპანია “ერთი საქართველოს“ წევრები დილიდან მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოსთან მივიდნენ და საფლავები ყვავილებით შეამკეს.
როგორც ისინი აბობენ, სწორედ დღევანდელი დღეა მთავარი წყალგამყოფი და დემონსტირება იმის, თუ სად არის ქართველი ხალხი და სად “ქართული ოცნება“, რომელიც საქართველოს ისტორიის გადაწერას.
სამწუხაროდ, დღესაც გამოჩნდა მტავარი განსხვავება ერთ საქართველოს და ერთ კაცს შორის, ის ერთი კაცი, რომლისთვისაც ისტორია არაფერს ნიშნავს, მეორე მხარეს კი ვართ საქართველოს საზოგადოება, ვისაც გვახსოვს, აქ ადამიანები რისთვის დაიღუპნენ. დღეს შეუძლებელია გამყოფ ან რამე პოლიტიზირებულ თემაზე საუბარი, რადგან დღეს ყველას, ვისთვისაც ეს ქვეყანა ძვირფასია, გვახსოვს,რ ა დაგვიჯდა ეს თავისუფლება. ასევე ყველას გვახსოვს, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა ყოველთვის არის საჭირო. ყველა ქართველმა იცის და ყველა ქართველს ახსოვს, რომ 7 აგვსიტოს ზუსტად რუსეთმა დაიწყო ომი. თუმცა, იმედი მაქვს, სულ ახლო მომავალში ამ ომს ზუსტად უკრაინა დაამთავრებს და მასთან ერთად საქართველოც და ის თავისფულება და ნამდვილი მშვიდობა, რაც უნდა საქართველოს მოქალაქეებს, ნამდვილად მოგვესწრება. ამისთვის ერთად დგომა და გააზრებაა საჭირო, რომ ჩვენ ყველანი ერთიანი ვართ, იმ ერთი აკცის წინააღმდეგ, - განაცხადა კამპანია “ერთი საქართველოს“ წევრმა.
ახლა ისინი ერგენთისკენ მიემართებიან, სადაც ომის მუზეუმს ეწვევიან.