გიგა ავალიანის დედა: ნია იმნაძის და ანასტასია ბერუაშვილის ბრალი არის ზუსტად ფორმულირებული

07.08.26 12:00
გიგა ავალიანის დედა: ნია იმნაძის და ანასტასია ბერუაშვილის ბრალი არის ზუსტად ფორმულირებული

მოკლული მასწავლებლის საქმე - გიგა ავალიანის დედა ამბობს, რომ მის ხელთ არის მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს იმას, რომ ნია იმნაძე იყო სწორედ ის ადამიანი, რომელმაც მისი მეგობრები წააქეზა, მის შვილზე თავდასხმა მოეხდინათ.

რაც შეეხება მეორე დაკავებულს - ანასტასია ბერუშავილს, გიგა ავალიანის დედის თქმით, მან პირველივე წუთიდან იცოდა, რომ მასწავლებელზე ჯგუფური თავდასხმა მოხდა.

ეკა კუპატაძის თქმით, ანასტასია ბერუაშვილს რომ 112-ში დაერეკა და შეეტყობინებინა მომხდარი, მის შვილს გადარჩენის 1%-იან შანსს შეუნარჩუნებდა. 

ამ პირსისხლიანმა არასრულწლოვნებმა არამარტო მოკლეს გიგა, არამედ 1 %-იანი სიცოცხლის შანსი წაართვეს, - ამბობს კუპატაძე.

ბრალი არის ზუსტად ფორმულირებული. ნია იმნაძე არის გიგა ავალიანის საქმეში ფიგურანტი, როგორც წამქეზებელი, ანასტასია ბერუაშვილი კი შეუტყობინებლობის გამოა დაკავებული. ვერავინ ვერ ნახოს შესაძლოა, საქმის მასალებში, ახლა ხომ არა აღდგენილი  ინფორმაციები და ეს აღდგენილი მასალა მეც ჯერ არ მაქვს, მაგრამ, შესაძლოა, ვერ ნახონ, წადი, მოკალი, ამას ჩვენ არც ვამბობთ, ის არ არის დაკვეთი, ის არის წამქეზებელი. აქეზებდა ყოველ წუთს, წამს, ეს მიმოწერებში, ამ წუთას რაც მაქვს, საქმეში ჩადებული, იქაც ჩანს. ანასტასია ბერუაშვილმა, ზუსტად იცოდა, რომ მისი შეყვარებული მოდიოდა გიგაზე თავდასხმისთვის. შემდეგ, იმ ღამესვე გაიგო ანასტასია ბერუაშვილმა, რომ გიორგი რიკაძე, ალექსანდრე გაბაშვილთან ერთად, თავს დაესხა გიგა ავალიანს და ვციტირებ “გაითიშა“. იცოდა ანასტასია ბერუაშვილმა, რომ გიგა თავდასხმის შედეგად გაითიშა, მას რომ დაერეკა 112-ში, ამას ვერც გიორგი რიკაძე გაიგებდა, იმიტომ რომ ის ხვაგან იყო და ეს სხვაგან. გიგა ავალიანის სხეული იმ 1 %-იან შანსს გამოიყენებდა და დღეს ის იქნებოდა ცოცხალი. ამ პირსისხლიანმა არასრულწლოვნებმა არამარტო მოკლეს გიგა, არამედ 1 %-იანი სიცოცხლის შანსი წაართვეს, -ამბობს ეკა კუპატაძე. 

საქართველოს პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება გუშინ წარუდგინა.

  • ნია იმნაძეს 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება, ანასტასია ბერუაშვილს კი შვიდ წლამდე. გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ორივე არასრუწლოვანს ბრალი იზოლატორებში ცოტა ხნის წინ წარუდგინეს.