გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილის საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ორი არასრულწლოვნის, ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილის საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩატარდება და მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.
ანასტასია ბერუაშვილი და ნია იმნაძე 5 აგვისტოს დააკავეს.
საქართველოს პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება გუშინ წარუდგინა.
- ნია იმნაძეს 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება, ანასტასია ბერუაშვილს კი შვიდ წლამდე. გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ორივე არასრუწლოვანს ბრალი იზოლატორებში ცოტა ხნის წინ წარუდგინეს.