ძალადობის გამართლება ეროვნული ღირებულებების დაცვის სახელით - “მითების დეტექტორი“ ონისე ოქრიაშვილის ცემის ფაქტზე კვლევას აქვეყნებს

07.08.26 13:50
ძალადობის გამართლება ეროვნული ღირებულებების დაცვის სახელით - “მითების დეტექტორი“ ონისე ოქრიაშვილის ცემის ფაქტზე კვლევას აქვეყნებს

“მითების დეტექტორმა“ დაადგინა, რომ ონისე ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია თავდასხმამდე დაიწყო და თავდასხმის შემდეგ ძალადობის გამართლებისა და ბრალდებულის მხარდაჭერის მიმართულებით გაგრძელდა.

კამპანიაში ჩართული იყვნენ პროსახელისუფლებო მედია, პოლიტიკური აქტორები, ექსპერტები, ანტიოპოზიციური გვერდები და ყალბი ანგარიშები; კამპანიის ნაწილი კი დაფინანსებული პოსტებით გავრცელდა.

მიტების დეტექტორმა დაადგინა რომ:

  1. დისკრედიტაცია თავდასხმამდე დაიწყო. პროსახელისუფლებო მედიები და ფეისბუკ-გვერდები კონტექსტიდან ამოღებული ძველი ვიდეოებითა და განცხადებებით ოქრიაშვილს ეროვნული, კულტურული და რელიგიური ღირებულებების შეურაცხმყოფელ პირად წარმოაჩენდნენ.
  2. თავდასხმის შემდეგ ძალადობა „ეროვნული ღირსების დაცვად“ შეიფუთა. გავრცელებული პოსტები, საინფორმაციო ბარათები და საჯარო პირების, მათ შორის, პოლიტიკოსების განცხადებები ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემსუბუქებასა და მისი ქმედების მორალურ გამართლებას ემსახურებოდა.
  3. კამპანია ახალი დისკრედიტაციის მასალებით გაგრძელდა. თავდასხმის შემდეგ კვლავ გავრცელდა ოქრიაშვილის ძველი ვიდეოფრაგმენტები, მათ შორის რელიგიურ თემებთან დაკავშირებული ჩანაწერები, რის შედეგადაც ყურადღება ძალადობის ფაქტიდან დაზარალებულის გამონათქვამებზე გადავიდა.
  4. დისკრედიტაციის კამპანიაში კოორდინირებული და ყალბი ანგარიშების ჩართულობის ნიშნებიც გამოიკვეთა. მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ყალბი ანგარიშები ავრცელებდნენ იდენტურ ან მსგავს გზავნილებს, მხარს უჭერდნენ როგორც თავდამსხმელს, ისე გიორგი ქართველიშვილის ინიციატივას და ზოგ შემთხვევაში სხვა ადამიანების ფოტოებსა და სახელებს იყენებდნენ. ასეთი ანგარიშების ნაწილი სახელისუფლებო მედიების პოსტებზე კომენტარებს ტოვებდა, ზოგჯერ იდენტური ტექსტითა და შეცდომებით.
  5. ტროლი სახელისუფლებო მედიამ რეალურ წყაროდ აქცია და მისი შეფასებები კოორდინირებულად გაავრცელა. ადრე გამოვლენილ ტროლს კი სახელისფულებო სარედაქციო პოლიტიკის მედია, როგორც რეალური ადამიანის მოსაზრებას, ისე ციტირებდა. ონისე ოქრიაშვილის წინააღმდეგ და მასზე მოძალადის გასამართლებლად სახელისუფლებო ტროლის ფეისბუქ პოსტი კოორდინირებულად ვებსა და ფეისბუქზე 13-მა სახელისფლებო სარედაქციო პოლიტიკის ონლაინ გამოცემამ და ორმა სახელისუფლებო ტელევიზიის ფეისბუქ გვერდმა გაავრცელა.
  6. დისკრედიტაციის კამპანიის ნაწილი დაფინანსებული იყო. დაფინანსებულ პოსტებში ოქრიაშვილი და მისი მხარდამჭერები „ანტიქართულ“ ძალებად იყვნენ წარმოდგენილი, ხოლო თავდამსხმელის განცხადებები ძალადობის გამართლების კონტექსტში ვრცელდებოდა.

მკველავრების თქმით, ძალადობაში ჩართულნი იყვნენ შემდეგი აქტორები:

 

  • “ქართული ოცნების” და “ხალხის ძალის” წარმომადგენლები: დიმიტრი სამხარაძე, ცოტნე ანანიძე, ირაკლი ზარქუა, მიხეილ ყაველაშვილი, ლევან კოჭლოშვილი; 
  • პროსახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მედია:  TV Imedi, Rustavi2, POSTV- ანალიტიკა, რადიო სივრცე FM 98.5 Radio Sivrce; მედიაჰოლდინგი “კვირა”; ongo; Newshub.ge – ნიუსჰაბი; რეპორტიორი, მხარე, ლიდერი, აი უცნობი; მედიაჰოლდინგი კვირა;  საინფორმაციო სააგენტო INFO9; primetime, infopostalioni, xnews; nsp.ge; საერთო გაზეთი.
  • პროსახელისუფლებო ექსპერტები და “ქართული ოცნების” მხარდამჭერები: გია აბაშიძე, ნიკოლოზ მეტრეველი, ლადო სადღობელაშვილი, დავით ჩიხელიძე, ედიშერ გვენეტაძე, დავით ქართველიშვილი; შაკო ჩაჩანიძე, Beqa Chkhaidze, ლეილა ცინცაძე-მელიქიძე, ირაკლი ჯანყარაშვილი
  • ანტიოპოზიციური და სხვადასხვა პროფილის სახელისუფლებო ფეისბუკ-გვერდები: პოლიტიკანი, აკაცუკეთი, განულებული ოპოზიცია; Gogaggg; მსოფლიოს  საინტერესო ამბები; უსტარი, ახლა • Akhla.

ჩვენ გამოვიკვლიეთ, როგორ კოორდინირებულად მოქმედებდა სახელისუფლებო პარტია, სახელისუფლებო მედიასთან ერთად,  მთელი აპარატი იყო ჩართული ამ დისკრედიტაციის კამპანიაში, ასევე არაავთენტური ანგარიშები, როგორ ცდილობდნენ, ონისეზე განხორციელებული ძალადობის გამართლებას, ასევე ისმოდა მოთხოვნები იმის შესახებ, რომ ხელისუფლებას არ უნდა დაეპატიმრებინა მოძალადე. პრინციპში, ერთ-ერთი ტენდენცია, რაც ბოლო პერიოდში იჩენს თავს, არის ის, რომ ხშირად, სახელისუფლებო მედია ტროლს- ქეთევან მიქიაშვილს ციტირებს, როგორც რეალურ წყაროს, თ ადრე ტროლები კოორდინირებულად ავრცელებდნენ ერთ გზავნილს, ახლა უკვე სახელისუფლებო მედია არის ჩართული ამ პროცესში, რომელიც არარსებულ ადამიანს, რეალურ რესპოდენტად აქცევს, ამით ცდილობს მის ნათქვამს ლეგიტიმაცია მისცეს. ჩვენ ასევე გამოვიკვლიეთ, რომ ნაწილი პოსტები იყო დაფინანსებული და მმართველი პარტიის წარმომადგენლები ცდილობდნენ, რომ გაემართლებინათ პირდაპირ თუ ირიბად ძალადობა, რომელიც განხორციელდა, ხუმრობის გამო, - ამბობს თამარ კინწურაშვილი.

კამპანიის დაფინანსებას უარყოფს კახა კალაძე, თუმცა, კვლავ ღირსების საქმედ მოიხსენიებს ხუმრობებს, რომლებსაც საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოჰყვება.

ეს ყველაფერი მიუთითებს და მეტყველებს იმაზე, რომ არის გარედან თავს მოხვეული. ის ორგანიზაციები, კონკრეტული ადამიანები, ვინც ებრძვის ჩვენს სარწმუნოებას, კულტურას, რა თქმა უნდა, ეს კატეგირულად მიუღებელია და ვიცით, რომ გარედანაა დაფინანსებული ეს ყველაფერი, საზოგადოებას ამაზე ჰქოდნა შესაბამისი რეაქცია. იუმორი მსიაღებია, სასიამოვნოა, მაგრამა რა შეურაცხყოფით. რა არის დაფინანსებული? რომ საზოგადოებას, როდესაც შენს სარწმუნოებას, კულტურა აყენებს შეურაცხყოფას, ამას პირობიტად ვიძახი, ამაზე აქვთ რეაქცია და ვირაცა რაღაცას იტყვის, დაწერს და ეს მიუღებელია, - ამბობს კალაძე.