გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ ნია იმნაძესა და ანასტასია ბერუაშვილს პატიმრობა შეეფარდათ

07.08.26 18:44
გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ ნია იმნაძესა და ანასტასია ბერუაშვილს პატიმრობა შეეფარდათ

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ ნია იმნაძესა და ანასტასია ბერუაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე მზია გარშაულიშვილმა მიიღო.

ცნობისთვის, ანასტასია ბერუაშვილი და ნია იმნაძე 5 აგვისტოს დააკავეს. 

საქართველოს პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე, ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზების ფაქტზე ნია იმნაძეს და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ანასტასია ბერუაშვილს ბრალდება გუშინ წარუდგინა.

  • ნია იმნაძეს 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება, ანასტასია ბერუაშვილს კი შვიდ წლამდე. გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ორივე არასრუწლოვანს ბრალი იზოლატორებში ცოტა ხნის წინ წარუდგინეს.

მსგავსი სიახლეები