რატომ ჩაბნელდა ქვეყანა - პასუხისმგებელი პირები ისევ დუმილის რეჟიმში არიან
რატომ ჩაქრა დენი 5 აგვისტოს? - რა მოხდა ენგურჰესზე? - სატესტო რეჟიმში დენის გათიშვიდან ორი დღის შემდეგ "ენგურჰესის" ტექნიკური დირექტორი ამტკიცებს, რომ საყოველთაო ჩაბნელება მართვისა და კონტროლის სისტემაში არსებულმა ხარვეზმა გამოიწვია და თავად ჰესის მთავარ დანადგარს, აგრეგატს პრობლემა არ აქვს.
ენგურჰესი აღიარებს, რომ საყოველთაო ქრობა გახშირდა - თუ ბოლო 10 წლის განმავლობაში, მთელი სისტემის გათიშვა მხოლოდ ერთხელ მოხდა, ახლა ეს პრობლემა ბოლო ორი კვირის განმავლობაში უკვე სამჯერ განმეორდა.
სანამ პრობლემაზე და საყოველთაო ქრობის მიზეზებზე ენგურჰესი განმარტებებს გააკეთებდა, ეს ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენელმა გაახმოვანა - მისივე ინფორმაციით, ენგურჰესზე უკვე დაწყებულია ავტომატიკისა და ავარიის საწინააღმდეგო დაცვის სისტემებში არსებული ხარვეზის აღმოფხვრის სამუშაოები.