კომიკოსის წინააღმდეგ აგორებული კამპანია და ძალადობის გამართლება - რა აჩვენა კვლევამ
როგორ გამოიყურება სქემა, რომლის დახმარებითაც ონისე ოქრიაშვილს აშავებდნენ - დისკრედიტაციის კამპანიასა და ძალადობის გამართლებაში ჩართული იყო "ქართული ოცნება", მათთან აფილირებული ექსპერტები, პარტიები, პროსახელისუფლებო მედიები და ე.წ. ტროლ-ბოტები - დისკრედიტაციის კამპანია "მითების დეტექტორმა" გაშიფრა - მთელი სისტემა მუშაობდა კომიკოსის წინააღმდეგ საზოგადოებრივი განწყობების შესაქმნელად.
რა დაადგინა "მითების დეტექტორმა"? - ონისე ოქრიაშვილის დისკრედიტაცია დაიწყო ფიზიკურ ანგარიშსწორებამდე - ჯერ შემზადდა ნიადაგი და მერე მოხდა ფიზიკური ანგარიშსწორება. ამის მერე კი დაიწყო ძალადობის გამართლება ეროვნული ღირსების დაცვის არგუმენტით და გააგრძელეს დისკრედიტაცია ვიდეო-ფრაგმენტების გავრცელებით. იყენებდნენ ყალბ ანგარიშებს და ე.წ. ტროლ, ქეთევან მიქიაშვილს სახელისუფლებო მედია, როგორც რეალურ ადამიანს ისე ციტირებდა.
დისკრედიტაციის კამპანიაში აქტიურად იყო ჩართული ონლაინ მედია - ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, 13 სახელისუფლებო ონლაინ მედია ონისე ოქრიაშვილზე მოძალადის დასაცავად ე.წ. ტროლს ციტირებდა. ონლაინ პლატფორმების გამოყენება აქტივისტების გასაშავებლად უწყვეტი პროტესტის მონაწილეებს არ უკვირთ - ყველას საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი ე.წ. გაშავების კამპანიები - აქტივისტების დისკრედიტაცია ონლაინ პლატორმებიდან ჩანს, რომ დაფინანსებულია.