"გვახსოვს გმირები, გვახსოვს მტერი!" - მოქალაქეები ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე იკრიბებიან
"გვახსოვს გმირები, გვახსოვს მტერი!" - აგვისტოს ომის 18 წლისთავთან დაკავშირებით, მოქალაქეები ამ წუთებში ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე იკრიბებიან.
უწყვეტი პროტესტის მონაწილეები მსვლელობით გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ და პარაკლისს გადაიხდიან.
გმირების დამსახურებით ვართ აქამდე მოსულები. ერი, რომელიც არაერთ ათას წელს ითვლის საკუთარი ისტორიისა. ენის მოჩლექით საუბარი იმის შესახებ, თუ რა მოხდა 18 წლის წინ, არის ყოვლად მიუღებელი, ამას აქართველოს არცერთი პატრიოტი, საქართველოს არცერთი მოყვარული არასდროს გააკეთებს. ომი დაიწყო რუსეთმა, რუსეთი არის ოკუპანტი - ეს არის სიტყვები, რომლის თქმაც ყველას შეუძლია ძალიან მტკიცედ. არა მარტო ადამიანს, არამედ ამის მოწმე არის ისტორია. შესაბამისად თუ ვინმე ეცდება, რომ პოლიტიკური ინტერპრეტაცია მისცეს და ენის მოჩლექით ისაუბროს, საქართველო მას აუცილებლად გასცემს საკადრის პასუხის," - განაცხადა ჟურნალისტმა, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა.
- აგვისტოს ომის დაწყებიდან 18 წელი გავიდა - 2008 წლის 7 აგვიტოს საქართველოში რუსეთის რეგულარული არმიის დანაყოფები შემოიჭრნენ. არსებობს არაერთი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდა, რომ რუსეთის ჯარმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სწორედ 7 აგვისტოს გადმოკვეთა.
- ჰააგის სასამართლომ თქვა, რომ ომი რუსეთმა დაიწყო და ომის დანაშაულებიც საქართველოში რუსეთმა ჩაიდინა.
- საქართველოს მთავრობა და რუსეთი 2008 წლის ომის დაწყებას კვლავინდებურად 8 აგვისტოს აღნიშნავენ.
- 2008 წლის 12 აგვისტოს გაფორმდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელსაც რუსეთი ამ დრომდე არღვევს. 6-პუნქტიანი გეგმა, მათ შორის, იმასაც გულისხმობს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები უნდა დაბრუნდნენ მათი ჩვეულებრივი დისლოკაციის ადგილებში; თუმცა, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის გამო ეს ვერ ხერხდება. რუსეთი აგრძელებს მცოცავ ოკუპაციას, ავლებს მავთულხლართებს, იტაცებს მიწებს, მოსახლეობის საქონელს და თავად ადამიანებსაც.
- რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, მათი დიდი ნაწილი კვლავ დევნილია.