გამოძიება 2 წლის შემდეგ - ნიკა მელიასთან მყოფ პირებს ჯარიმა ან 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გამოძიება 2 წლის შემდეგ - საქართველოს პროკურატურამ 2024 წლის 11 აგვისტოს სამტრედიაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს განხორციელებული ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა.
საქმე ეხება ნიკა მელიაზე თავდასხმას.
უწყების ცნობით, სამივე მათანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით წარუდგინეს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას ანდა 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 11 აგვისტოს, პოლიტიკური პარტია „ახალის“ სამტრედიის რაიონული ორგანიზაციის ოფისის გახსნისას, სულხან-საბა ნიკოლეიშვილმა თავის არეში დაარტყა ნიკანორ მელიას, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. მომხდარის დროს, ნიკანორ მელიას თანმხლებმა პირებმა - გაბრიელ კობაიძემ და ცოტნე მირცხულავამ საპასუხოდ ფიზიკურად იძალადეს სულხან-საბა ნიკოლეიშვილის მიმართ, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება.
სამართალდამცველებმა ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით (წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობა) წარუდგინეს, რაც სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას ანდა 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს,- აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2024 წელს მომხდარი დანაშაულის გამოძიება 724 დღის დაგვიანებით დაიწყო.
გასულ კვირას დაკითხვაზე დაიბარეს, ნიკა მელიას დაცვის ყოფილი თანამშრომელი, გაბრიელ კობაიძე.
შეგახსენებთ, პირი, ვინც საარჩევნო შეხვედრისას მელიას, კამერების წინ თავს დაესხა, საბა ნიკოლეიშვილა. მისი იდენტიფიცირება თავდასხმიდან რამდენიმე წუთში მოხდა, თუმცა 2 წლის თავზე ბრალდებულის სტატუსი არ აქვს, მიუხედავად იმისა რომ პოლიტიკური ნიშნით თავდასხმას ადასტურებს.
ირკვევა, რომ თავდამსხმელი ახლა იმის მტკიცებას ცდილობს, რომ თავადაც ძალადობის მსხვერპლი გახდა.