საკონსტიტუციომ სახალხო დამცველის და აქტივიტების სარჩელები განსახილველად მიიღო
საკონსტიტუციო სასამართლომ სახალხო დამცველის და აქტივიტების სარჩელები განსახილველად მიიღო, რომლის მიხედვითაც, უნდა დადგინდეს, დაირღვა თუ არა მათი უფლებები “ქართული ოცნების“ მიერ „შეკრებისა და მანიფესტაციების“ კანონში შეტანილი ცვილებების გამო.
მოსარჩელე მხარე დეტალურად საუბრობს, რა პრობლემები შეექმნათ მას შემდეგ, რაც კანონში სახის დაფარვასთან დაკავშირებით ცვლილებები შევიდა.
მათი თქმით, აქტივისტების დაპატიმრება ან დაჯარიმება გამოწვეულია სამედიცინო პირბადის გამო, რომელსაც ისინი აქციაზე ატარებენ.
უფლებადამცველების თქმით, აღნიშნული ცვლილება არის კანონდარღვევა და ის ლახავს ადამიანის უფლებებს, შესაბამისად, აღნიშნული კანონი არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს მიჩნეული.
საკონსტიტუციო სასამართლომ არსებით განსახილველად წარმოებაში მიიღო ჩვენი 2 სარჩელი, რომლის ფარგლებშიც, სადაოდაა გამხდარი ე.წ. საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისობა კონსტიტუციასთან, ანუ ქვეყნის ძირითად კანონთან და ადამიანის ძირითად უფლებებთან. სადაოდაა გამხდარი ისეთი კანონები, როგორიცაა აქციაზე პირბადის კეთება, მათ შორის სამედიცინო, რომლის ფარგლებშიც ადამიანი სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი, ეს არის ადამიანის უფლბებეში უხეში ჩარევა, გამოხატვის თვაისუფლების შეზღუდვა, - ამბობს მარიკა არევაძე.
კონსტიტუციონალისტების თქმით, საქმის წარმოებაში მიღება საკმარისი არ არის და წინ დიდი გზააა. თუმცა, მათი თქმით, ამ ეტაპზე, საკონსტიტუციო სასამართლო დამოუკიდებელი არ არის და შესაბამისად, კარგის მოლოდინი არ აქვთ.
ის, რომ წარმოებაში მიიღო, ნიშნავს, რომ ელემენტარული მიმართება სადავო ნორმასა და კონსტიტუციით აღიარებულ უფლებას შორის დაინახა სასამრთლომ. მეტს არაფერს. ჯერ კიდევ გრძელი გზაა, სანამ ის სარჩელებიდ აკმაყოფილდება. საკონსტიტუციო სასამართლო არ არის დამოუკიდებელი. იმ შემთხვევაშიც თუ გარკვეულ მოთხოვნებს მოსარჩელეების დააკმაყოფილებს, აქაც ჩვენ უნდა ამოვიკითხოთ “ქათული ოცნების“ ინტერესი. არ მაქვს მოლოდინი რომ არსებით საკითხებს დააკმაყოფილებს და რასაც დააკმაყოფილებს ისიც “ოცნების“ მანიპულაციის მიზანს დაქვემდებარებული ქმედება იქნება, - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.