წყლის გადასაკეტად წასული და გაუჩინარებული ახალგაზრდა - ოჯახი 10 წელია 26 წლის ნიკა საღირაშვილს ეძებს
წყლის გადასაკეტად წასული და გაუჩინარებული ახალგაზრდა- 26 წლის ნიკა საღირაშვილის კვალი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლიდან იკარგება.
ის ბოლოს 10 წლის წინ ნახეს. ახალგაზრდა ღამით მავთუხლართების სიახლოვეს, წყლის გადასაკეტად იყო მისული, რის შემდეგაც გაქრა.
როგორც ოჯახის ამბობს, ტერიტორია კამერებითაა აღჭურვილი, თმცა, ამის მიუხედავად საქმეში სათვალთვალო კამერის ჩანაწერი არ დევს. ისინი ყველა შესაბამის უწყებას სთხოვენ დახმარებას, ვისაც აქვს ბერკეტი, მათ კითხვებს პასუხი გასცეს.
როგორც საღირაშვილის დედა “პირველებს“ უყვება, მისი შვილი წყლის გადასკეტად წავიდა და აღარ გამოჩნდა. მისი თქმით, შვილის ძებნა 1 საათში დაიწყეს, მას ეძებდა მთელი სოფელი, ძებნის ოპერაციაში ჩაერთო სამაშველო სამსახურიც, თუმცა უშედეგოდ.
2016 წლის 28 მაისი, ძალიან ცუდი ამინდი იყო, ეს სიგარეტის საყიდლად წავიდა მაღაზიაში, იქ ბიჭები ქეიფობდნენ და ესეც შესულა. ბიჭებს უთხრა, ისეთი წყალი მოდის ჩემ ბაღში, უნდა ავიდე და დავწყვიტოო. ეს იყო, მეტი არაფერი აღარ ვიცით, იქ ცოტა ხანს იქეიფა და მერე გაუჩინარდა. საღამო იქნებოდა, არ ბნელოდა, დავრეკე მეგობრის ტელეფონზე და იმან მიპასუხა, სახლში წამოვიდაო. გავიდა 10 წუთი, არ მოვიდა, კიდევ 10 ისევ არ მოვიდა, ისევ დავრეკე, ბჭებმა მითხრეს, რამდენი ხანია წამოვიდაო, რო არა და არ მოვიდა ბიძაშვილთანდ ავრეკე, იქ უყვარდა ხოლმე შესვლა, მანდ ხო არ არის მეთქი და არაო, დავიწყეთ ძებნა. მაშინვე გამოვიძახეთ პოლიცია, ჩაერთო სამძებრო სამუშაოებში, იქ წყალი გადაკეტეს, მთელი სოფელი ეძებდა. ისეთი მთვრალები იყვნენ ის ბიჭები ვერ გაიხსენეს და მეორე დღეს თქვეს, ნიკამ თქვა უნდა ავიდე და წყალი გადავკეტოო. ეს საკეტი მილი ახლოსაა მავთულხლართებთან, იმ ტერიტორიაზე გადასვლა არ უწევდა. ნასვამი იყო, არ ვიცი, რა მოხდა, შეიძლება რუსებს კიდევაც შეელაპარაკა, ვერ ვიტყვი. ან შეიძლება სულაც არაა იქ ასული და გზაში მოხდა რამე, - ამბობს გაუჩინარებული კაცის დედა.
სოფელ ქორდში ახალგაზრდა კაცის გაუჩინარების საქმეზე გამოძიება მაშინვე დაიწყო ადგილობრივმა პოლიციამ, მათ შორის გორის პროკურტურამ.
თუმცა, დედის თქმით, გამოძიება მხოლოდ მოწმეთა გამოკითხვით შემოიფარგლა და დედის მოთხოვნა, რომ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამოეღოთ, არ დაკმაყოფილდა.
10 წელი ასეთ ჯოჯოხეთში ვცხოვრობ. ყველა ვეძებთ, ყველგან ვიყავი სამინსტროებში თუ ყველგან, ვწერდი განცხადებას, პასუხი ასეთი იყო გადაეცა შესაბამის ორგანოს. გვითხრეს, რომ ტყვედ ასეთი სახელის და გვარის არავინ არ არის. რაც შეეხება მავთულხლართების კამერებს - რომ მოვთხოვეთ, გვთხრეს, რომ სამხედრო საიდუმლოებაა და ვერ გადმოგცემთო. წერილი დავუწერე ჯარისკაცებს და დავუკიდე იქ, კი წაიღეს ეს წერილი, დაუნახავთ, რომ ჩამოუხსნიათ და წაუღიათ, მითხრა იმ კაცმა, რომ ვიციი, წერილი რომ წაიკითხეს ვიცი. მინდა, რომ ორივე მხარემ გამოიძიოს ჩემი შვილის ამბავი, ამხელა ვაჟკაცი, ნემსსაც კი პოულობს ადამიანი, - ამბობს გაუჩინარებული კაცის დედა.
საღირაშვილის ოჯახი ითხოვს ხელახალი გამოძიება დაიწყოს, სახელმწიფომ გამოიყენოს მის ხელთა არსებული ბერკეტი, რათა დადგინდეს სად გაქრა 26 წლის კაცი.