საკონსტიტუციო სასამართლო „შეკრებისა და მანიფესტაციების კანონში“ შესულ ცვლილებებს განიხილავს

09.08.26 20:37
საკონსტიტუციო სასამართლო „შეკრებისა და მანიფესტაციების კანონში“ შესულ ცვლილებებს  განიხილავს

საკონსტიტუციო სასამართლომ რეპრესიული კანონები არსებითად უნდა განიხილოს. სახალხო დამცველისა და ათობით აქციის მონაწილის სარჩელებმა დასაშვებობის ეტაპი გაიარეს, რაც იმას ნიშნავს რომ ქართული ოცნების მიერ „შეკრებისა და მანიფესტაციის კანონში“ ცვლილება ახლა სამართლებრივად უნდა გადაისინჯოს.

13-მდე მოსარჩელე ამტკიცებს, რომ “ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ადამიანის უფლებები უხეშად ირღვევა.

აქციის მონაწილეები დეტალურად განმარტავენ, თუ რატომ უნდა იქნას არაკონსტიტუციურად მიჩნეული ისეთი შეზღუდვები, როგორიცაა სახის სამედიცინო პირბადით დაფარვა, ტროტუარზე დგომა და მშვიდობიანი აქციის დროს კარვის გაშლა. მოსარჩელეების თქმით, განხორციელებული ცვლილება მხოლოდ აქციის მონაწილეების დაშინებას ემსახურებოდა.

როგორ გაგრძელდება საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელების განხილვა და მიიღებენ თუ არა მოსამართლეები დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას. 

დეტალები თეკლა დონაძის რეპორტაჟში