დაკავებული მოზარდის ოჯახი დუმილს არღვევს - როგორ პასუხობს გოგა ავალიანის დედა წერილს

09.08.26 20:33
დაკავებული მოზარდის ოჯახი დუმილს არღვევს - როგორ პასუხობს გოგა ავალიანის დედა წერილს

გამოქვეყნდა მიმოწერა გიგა ავალიანის მკვლელობის საქმის ფიგურანტებს შორის, რომელიც გასული წლის 30 სექტემბრით თარიღდება. მტკიცებულებით, რომელიც მრავალტომიანი საქმიდან გასაჯაროვდა, დგინდება, რომ ახალგაზრდა მასწავლებელზე ჯგუფურ თავდასხმამდე ერთი დღით ადრე, საქმის მთავარი ფიგურანტი ალექსანდრე გაბაშვილი და ანი ნასყიდაშვილი გიგა ავალიანზე ძალადობას განიხილავენ.

მიმოწერებში ნახსენები ნიაკო, რომელმაც ალექსანდრე გაბაშვილის თქმით, არ უნდა გაიგოს როგორ გაუსწორდებიან ავალიანს, ბრალდებულის სტატუსის მქონე 16 წლის გოგო ნია იმნაძეა. მას გამოძიებამ ხელბორკილები რამდენიმე დღის წინ დანაშაულის წაქეზების გამო დაადო.

სწორედ ნია იმნაძის ბებიამ გამოაქვეყნა გაბაშვილის და ნასყიდაშვილის ეს მიმოწერა, იმის სადემონსტრაციოდ, რომ მისმა შილიშვილმა მასწავლებელზე თავდასხმის შესახებ არაფერი იცოდა.

სასტიკად მოკლული გიგა ავალიანის დედა კი ამბობს, რომ ეს მიმოწერა არაფერს ცვლის, რადგან მისი თქმით, ნია იმნაძეს დანაშაულის ორგანიზებას და მოწოდებას ისედაც არავინ ედავება. 

დეტალები, ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში