მელიაზე თავდამსხმელმა ჩვენებაში დაწერა, რომ ტკივილი განიცადა - ბრალი წაუყენეს პილიტიკოსის თანხმლებ პირებს

09.08.26 20:21
მელიაზე თავდამსხმელმა ჩვენებაში დაწერა, რომ ტკივილი განიცადა - ბრალი წაუყენეს პილიტიკოსის თანხმლებ პირებს

გამოძიება 2 წლის შემდეგ - პროკურატურამ ნიკა მელიას თავდასხმის საქმეზე ბრალდება მის თანაგუნდელ ცოტნე მირცხულავას და დაცვის წევრ გაბრიელ კობაიძეს წარუდგინა.

ორი წლის წინ, როდესაც სამტრედიაში, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი საარჩევნო კამპანიას ატარებდა საბა ნიკოლეიშვილი თავს დაესხა და სახეში მუშტი ჩაარტყა, მოძალადე მელიას თანაგუნდელებმა გაანეიტრალეს, 2 წლის შემდეგ კი პროკურატურამ დაზარალებულის მხარის გასამართლება გადაწყვიტა.
                        
 ბრალი წარედგინა თავად საბა ნიკოლეიშვილსაცპროკურტურის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ თავდამსხმელმა განეიტრალების დროს მსუბუქი დაზიანება მიიღო. სწორედ მისი ჩვენების მიცემის შემდეგ ჩამოიღო საგამოძიებო უწყებამ თაროდან ეს საქმე და მელიას თანაგუნდელების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.
 
სამშაბათს, საქალაქო სასამართლოში, ინციდენტში მონაწილე პირების პროცესი იქნება, ჯერ უცნობია, რა შუამდგომლობა ექნება პროკურატურას, მოითხოვენ პატიმრობას თუ ფულად ჯარიმას

დეტალები ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში