ნიკო კვარაცხელიას სახელობის IT სკოლის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ

09.08.26 19:31
ნიკო კვარაცხელიას სახელობის IT სკოლის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ

წალენჯიხის არტ-მეურნეობაში ნიკო კვარაცხელიას სახელობის IT სკოლის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ.

10-კვირიანი ინტენსიური სწავლების შემდეგ ახალგაზრდებმა შეისწავლეს პროგრამირება და ვებ-დეველოპმენტი ,ასევე  პრაქტიკულ პროექტებზე გუნდური მუშაობა.

სასწავლო ცენტრი 4 წლის წინ, მამუკა ხაზარაძის ინიციატივით  გაიხსნა.  IT აკადემიას   კურსდამთავრებულთა მე-7 ნაკადი  ჰყავს, მათ  შორის არიან ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდებიც.