როგორ გადაიქცა საქართველო რუსეთისთვის და ირანისთვის სანქციების გვერდის ავლის მთავარ ტერიტორიად

09.08.26 20:24
როგორ გადაიქცა საქართველო რუსეთისთვის და ირანისთვის სანქციების გვერდის ავლის მთავარ ტერიტორიად

როგორ გადაიქცა საქართველო რუსეთისთვის და ირანისთვის სანქციების გვერდის ავლის მთავარ ტერიტორიად?  ამერიკამ სანქციები დაუწესა კომპანიას, რომელიც საქართველოში იყო რეგისტრირებული და ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსს კრიპტო საფულის შევსებაში ეხმარებოდა.

ეს უპრეცედენტო მასშტაბის სკანდალია, რადგან  ოფიციალური მონაცემებით ფინანსურ ქსელში  მილიონობით დოლარის კრიპტოტრანზაქცია ტარდებოდა.  გამოდის რომ  ქსელი ისევ ამერიკამ გაშიფრა, საქართველოს ფინანსური მონიტორინგისა და უსაფრთხოების ორგანოებმა კი ვერაფერი გააკეთეს.

 ამერიკული სანქციების ამოქმედების შემდეგ, ეროვნულმა ბანკმა პასუხისმგებლობა მთლიანად მოიხსნა. ქვეყნის მთავარ ფინანსურ ინსტიტუტში ამტკიცებენ, რომ ირანულ კომპანიას მარეგულირებელის ლიცენზია არ ჰქონია იმისთვის რომ კრიპტო საქმიანობა განეხორციელებინა.  
კომპანია, რომელიც ამერიკამ ირანის რეჟიმის დახმარების გამო შეიყვანა შავ სიაში შელბით იქსჩეინჯია.  მისი დამფუძნებელი ბიზნესმენი სიავაშ კაივანპურია.

ამერიკის ფინანსთა სამინისტროში ამბობენ, რომ  სწორედ ამ ქსელის მეშვეობით ხდებოდა ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსისთვის  ფინანსური ოპერაციები  კრიპტოვალუტით ფულის გადაადგილება და სანქციებისგან გვერდის ავლაც. 

 დეტალები გუგა არჩვაძის რეპორტაჟში