კიდევ ერთ დაკარგულს ოჯახი 10 წელია ეძებს - 26 წლის ახალაგაზრდა კაცის დედა დახმარებას ითხოვს

09.08.26 20:14
კიდევ ერთ დაკარგულს ოჯახი 10 წელია ეძებს - 26 წლის ახალაგაზრდა კაცის დედა დახმარებას ითხოვს

როგორ და სად გაუჩინარდა 26 წლის კაცი სოფლიდან ?- ამ კითხვებზე პასუხს დედა უკვე 10 წელია ყველგან და ყველასთან ეძებს, თუმცა უშედეგოდ.

ნიკა საღირაშვილი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლიდან 2016 წლის 28 მაისს გაუჩინარდა. 26 წლის კაცის კვალი სოფელ ქორდიდან, მეგობრის სახლიდან იკარგება.  

დედა “პირველებს“ უყვება, რომ შვილის ძებნა ნიკას გასვლიდან ზუსტად 1 საათში დაიწყეს. უამინდობის მიუხედავად, ბიჭს მთელი სოფელი ეძებდა. დილიდან ძენის ოპერაციაში სამაშველო სამსახურიც ჩაერთო, თუმცა ვერანაირ კვალს ვერ მიაგნეს.

ერთ-ერთი ვერსიით, 26 წლის კაცი სოფლის თავში, მავთულხლართებთან ახლოს მდებარე წყლის სათავესთან ავიდა, ნიკა ამ დროს ნასვამი იყო, ამიტომ ოჯახი ვარაუდობდა რომ კაცს გზა აერია და ოკუპანტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადავიდა.

დეტალები ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.