მიუსაფარი ცხოველების დამცველების პროტესტი კანცელარიასთან

09.08.26 20:50
მიუსაფარი ცხოველების დამცველების პროტესტი კანცელარიასთან

აქცია კანცელარიასთან - მთავრობის ადმინისტრაციასთან მიუსაფარი ცხოველების დამცველები შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეები ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მუშაობას და ქუჩებიდან ძაღლების მასობრივ გაუჩინარებას აპროტესტებენ.

აქტივისტების თქმით, პროტესტი იქამდე არ შეწყდება, სანამ მონიტორინგის სამსახური პასუხისმგებლობას არ აიღებს და პრობლემის ჰუმანურ მოგვარებას არ დაიწყებს.

სამწუხაროდ, იგივენაირად გრძელდება ცხოველები ხოცვა, გაყვანა, რაიონებიდან, სურსათის მიერ. თუ მიგყავთ, ვიცოდეთ, სად მიგყავთ, აქ ხომ არ არის საუბარი გასასტერილებელ ძაღლებზე, საუბარია გასტერილებულ ძაღლებზე, ჩვენ არაფერ შუაში არ ვართ, მთავრობა რასაც გვავალებს, იმას ვაკეთებთო. ეს საერთოდ არ იყო სურსათის ეროვნული სააგენტოს საქმე, ცხოველების გაყვანა, დახოცვა, დაძინება, არ ვიცი, მათ რატო დაავალეს. მიყავთ, გვეუბნებიან, არ ვკლავთ, მაგრამ ისმის კითხვა, სად მიგყავთ, თუ არ კლავთ, - ამბობს ცხოველთა უფლებადამცველი.

შეკრებილები ამბობენ, რო პეტიცია შეადგინეს და მიმდიანრეობს ხელმოწერების შეგროვება.