მდინარე ჭანისწყალში ახალგაზრდა კაცს ეძებენ

09.08.26 22:08
მდინარე ჭანისწყალში ახალგაზრდა კაცს ეძებენ

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ სქურში ახალგაზრდა მამაკაცს ამ დრომდე ეძებენ.

არსებული ინფორმაციით, მდინარე ჭანისწყალი  მოულოდნელად, დიდი სისწრაფით მოვარდა. ახალგაზრდა მამაკაცმა დედა-შვილის გადარჩენა შეძლო, თუმცა თავად ძლიერი დინებიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხა და წყალმა გაიტაცა.

დაკარგული მამაკაცის სამძებრო სამუშაოები ამ წუთებში მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულნი არიან სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და პოლიცია.