კაცი, რომელსაც მდინარე ჭანისწყალში ეძებდნენ, ცოცხალი იპოვეს

09.08.26 23:32
კაცი, რომელსაც მდინარე ჭანისწყალში ეძებდნენ, ცოცხალი იპოვეს

წალენჯიხაში, მდინარეში დაკარგული 44 წლის ირაკლი მაქაცარია, რომელსაც მაშველები 3 საათი ეძებდნენ, ცოცხალი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, მდინარე ჭანისწყალი  მოულოდნელად, დიდი სისწრაფით მოვარდა. ახალგაზრდა მამაკაცმა დედა-შვილის გადარჩენა შეძლო, თუმცა თავად ძლიერი დინებიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხა და წყალმა გაიტაცა.