იდენტიფიცირებულია კაცი, რომელიც ღამით თბილისის ცენტრში „დიდება პუტინს“ ყვიროდა
იდენტიფიცირებულია კაცი, რომელიც ღამით თბილისის ცენტრში „დიდება პუტინს“ ყვიროდა.
ანდრო მახათაძემ საკრებულოსთან პროვოკაციის მოწყობა იმ დროს სცადა, როცა იქ უწყვეტი აქციის მონაწილეები იმყოფებოდნენ.
საჯარო რეესტრის დოკუმენტების მიხედვითა ანდრო მახათაძე ფლობს შპს "მახათას", კომპანიის 50%-ს შპს "დაბელ აა"-ში, არის შპს "ელიას" 100%-იანი მესაკუთრე და შპს "რივერსაიდის" დირექტორი.
თავად ანდრო მახათაძე სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია. მისი პოსტებიდან ირკვევა, რომ არის “ქართული ოცნების“ მხარდამჭერი. მას გამოქვეყნებული აქვს საარჩევნო ბიულეტენებიც, სადაც ჩანს, რომ არჩვენებზე 41 შემოხაზა.
“პირველები“ დილიდან ცდილობს დაუკავშირდეს ანდრო მახათაძეს, თუმცა, ნომერზე, რომელიც მის საკუთრებაშია, მისი ძმა პასუხობს. დავით მახათაძე ამბობს, რომ ნახა ვიდეო, რომელიც გავრცელდა, თუმცა, სჯერა საკუთარი ძმის, რომელმაც თქვა, რომ მსგავსი სიტყვები არ უთქვამს.
მე ჩემი ძმის მჯერა, რომ არ უთქვამს, -თქვა მან.
აქციის ერთ-ერთი მონაწილე წუხანდელ ინციდენტს იხსენებს და ჰყევბა, თუ როგორ მოახერხა მახათაძემ შეკრებილი საზოგადოება წყობიდან გამოეყვანა.
აქციის მონაწილე იდგა ბანერით, რომელსაც ინგლისურად ეწერა, რომ აქ ოკუპანტის ნახვა არავის უხარია, მითუმეტეს, გარყვნილად როცა იქცევიან, ამ პიროვნებამ როცა ჩაირა, ანდრო ჰქვია თუ არ ვცდები, თანხლებ პირთან ერთად იყო, შემოტრიალდა და შესძახა “სლავა პუტინ“. ამას მოჰყვა აღშფოთება ხალხის მხირდან, აგვისტოს ომის, ანწუხელიძის წამებიის დღეებია და ამ დროს ქართველი ამას ყვირის. მერე გაყვნენ აქციის მონაწილეები, ის გაიქცა, დაიწყო შეურაცხმყოფელი სიტყვების ძახილი, სიცილი, ჯებირზე გადახტა და მანქანაში ჯდებოდა, რა დროსაც პოლიციამ უთხრა, რომ ვერ წავიდოდა და მანქანიდან გადმოსულიყო. ჩასვეს ჯერ დაკავების მანქანაში და გაარიდეს ტერიტორიას, - ჰყვება აქციის ერთ-ერთი მონაწილე.