ვინ აკონტროლებს ირანულ კომპანიებს საქართველოში - მათი რიცხვი ბოლო პერიოდში 510 %-ით არის გაზრდილი
ვინ აკონტროლებს ირანულ კომპანიებს საქართველოში - ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში 12 800 ირანული კომპანია ფუნქციონირებს.
მონაცემები ეკონომიკურმა კვლევის ცენტრმა შეაგროვა. ამავე კვლევის მიხედვით, ეს მონაცემები არ მოქმედებს დასაქმებულების რაოდენობაზე, ეკონომიკურ აქტივობაზე.
ამერიკის მიერ შპს „შელბითის“ სანქცირების შემდეგ, რომელიც საქართველოში იყო რეგისტირებული, არის განგაშის სიგნალი სპეციალისტებისთვის, რომ ახლა მაინც დაინტერესდეს მარეგულირებელი უწყება და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თუ რას საქმიანობენ საქართველოში მუდმივად მზარდი ირანული კომპანიები.
ეკონომიური კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ირანული კომპანიები ბოლო პერიოდში 510 %-ით არის გაზრდილი, თუმცა, ამას არანაიირ ეკონომიკური თუ საინვესტიციო აქტივობა არ მოჰყოლია.
ეს მხოლოდ დასაწყისია, ამას აუცილებლად მოჰყვება კიდევ უფრო მეტი კომპანიების დასანქცირება. ბოლო მონაცემებით 12800 კომპანია გახლდათ დარეგისტირებული, რაც არის 510 %-ით ზრდა, აღნიშნული კომპანიების. ლოგიკურად, როცა 510 %-ით არის რაღაც გაზრდილი, მას უნდა მოჰყვებოდეს ეკონომიკური აქტივობა, საინვესტიციო აქტივობა, ამ მიმართულებით, არც არანაირი ინვესტიციები განხორციელებულა, არც არავის გადასახადები გადაუხდია, არც თანხები შემოსულა, არც ახალი სამუშო ადგილები შექმნილა, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს და ნებისმიერი ქვეყნის ფინანსური ზედამხედველობის ორგანოსთვის და ასეთი გახლავთ საქართველოს ეროვნული ბანკი, ეს იქნებოდა წითელი სიგნალი. იყენებნ ალტერნატიულ ფინანსური გადახდის და გადარიცხვის საშაულებებს, რომლის მეშვეობითაც ახორციელებენ, ჩემი აზრით, თავიანთი დანაშაულებრივ საქმიანობას და არიან ჩართულნი საერთაშორისო ტერორიზმის ხელშეწყობაში. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ყველამ იცის, რომ ეს ნებადართულია ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმის მხირდან და ამიტომაც არ არის ამ ყველაფერზე არანაირი რეაგირება. რაღაც თვითგადარჩენის რეჟიმში ვართ. ამგვარი მოქემდებები ქვეყანას უკარგავს ყველანაირ შესაძლებლობას და აყენებს დიდი რისკის ქვეშ, რომ უახლოეს მომავალში იქნება კიდევ უფრო მეტი, მკაცრი ფინანსური სანქციები განოხრციელებული არა მარტო ამ კომპანიების, არამედ ქვეყნის მიმართაც, - ამბობს ნინო ევგენიძე.
- ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოში დაფუძნებული კომპანია დაასანქცირა. სანქციების ახალი პაკეტის ფარგლებში, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის სამიზნე კრიპტოკომპანიები გახდა, რომლებიც ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს“ აფინანსებენ და უკანონო ფინანსებს უწყობენ ხელს.
- ოფიციალურ განცხადებაში ნახსენებია ირანში დაბადებული ბიზნესმენი სიავაშ კეივანპური, რომელიც განცხადების თანახმად, საქართველოში დაფუძნებული კომპანიის, SHPS Shelbit-ის მეშვეობით კრიპტოვალუტის ბირჟა Shelbit Exchange-ს მართავს.