იმნაძის ბიძამ გააყალბა მიმოწერა - მოკლული მასწავლებლის დედა საგანგებო მიმართვას ავრცელებს

12.08.26 10:30
იმნაძის ბიძამ გააყალბა მიმოწერა - მოკლული მასწავლებლის დედა საგანგებო მიმართვას ავრცელებს

თბილისში მოკლული მასწავლებლის, გიგა ავა­ლი­ა­ნის დედა ეკა კუ­პა­ტა­ძე საქმეზე, წაქეზების ბრალდებით დაკავებულ ნია იმ­ნა­ძის ბი­ძის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ პოსტს ეხ­მა­უ­რე­ბა. 

მე რამდენიმე დღის წინ ავტვირთე ნია იმნაძის ქაჯი დედის ძმის მოწერილი მესიჯების სქრინი. დღეს თვითონ დაუდია სადღაც გაყალბებული (მე მთავარის გვერდზე ვნახე). ჩაუმატებია შუაში ერთი მესიჯი და ეკა კუპატაძე თავად მანიპულირებს, ატყუებს ხალხსო. ეგონა ალბათ ჩემთან გამოჩნდებოდა და აი, როგორ გატყუებთ კუპატაძეო. თან რამე აზრიანი მაინც ჩაემატებინათ, პირიქით მასხრად ამიგდეს. რა ველურები არიან, როგორ ბედავენ ჩვენს ხსენებას! ეს გიჟები! ამათ ისე ვასწავლი ჭკუას, რომ გენში ჩაუჯდეთ გამოცდილება და შთამომავლობას ისე გადასცენ.
[...]
პირველი და მესამე მესიჯის სქრინები მე დავდე. მეორე მესიჯი არის ჩამატებული. თუნდაც ახლა არ ჩაემატებინა და გამოეგზავნა მანამდე, ის ერთი მესიჯი გადაწონის ჩემი შვილის სიცოცხლეს?!?!?!?! მერე უკვირთ, მოსამართლეებმა მაქსიმალური სასჯელი როგორ მიუსაჯეს ჩვენს არასრულწლოვანებსო და ვიღაც ნახევრად გარეკილ, ცუნდრუკით გამხდარ ე.წ. ცნობილ სახეებს ვიდეოებს და პოსტებს ადებინებენ ჩვენზე! მომიკლეს შვილი! ყოველ წამს ცდილობენ მისი ღირსების შელახვას! დღეში ათასჯერ მკლავენ მე! და ეს ყველაფერი ხდება ნიკას თვალწინ"- წერს ეკა კუპატაძე. 

გიგა ავა­ლი­ა­ნის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი ნია იმ­ნა­ძის ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლმა, ლუ­კას ნავ­რო­ზაშ­ვი­ლმა ეკა კუ­პა­ტა­ძეს­თან მი­მო­წე­რა რამდენიმე საათის წინ გაავრცელა და დაწერა: "გიგას სიცოცხლე ფასდაუდებელი იყო, მაგრამ ნიას სიცოცხლეც ფასდაუდებელია". 

"არასდროს მიფიქრია პირადი მიმოწერის გასაჯაროება. მაგრამ როდესაც ჩემი პირადი წერილები თავად ქალბატონმა ეკამ გაასაჯაროვა — ოღონდ არა სრული სახით, არამედ ჩვენი ოჯახის „მანიპულაციის“ მტკიცებულებად — დუმილი არ შეიძლება.
როდესაც გულიდან წამოსული, სრულიად გულწრფელი ემოციაც კი, რომელიც არაფერზე ყოფილა გათვლილი, გარდა მისდამი ადამიანური თანაგრძნობისა, რომელიც არ დამიწერია იმისთვის, რომ ოდესმე ვინმეს საჯაროდ ენახა — დღეს ნიასა და ჩვენი ოჯახის წინააღმდეგ გამოიყენება; და ამავდროულად საჯაროდ გვესმის, თითქოს ერთი „ვწუხვარ“-ც კი არავის გვითქვამს, მაშინ ადამიანებმა თავად ნახონ, რეალურად რა მივწერე ქალბატონ ეკას ჯერ კიდევ იანვარში.
მე საქართველოში ბავშვობიდან აღარ ვცხოვრობ და იმ მომენტში წარმოდგენაც კი არ მქონდა, რა მოქმედებები მიმდინარეობდა ნიას სახლში. ჩემი სიტყვები იყო ერთი ადამიანის გულწრფელი თანაგრძნობა მეორე ადამიანის წარმოუდგენელი ტკივილის მიმართ — და მეტი არაფერი.
მე მივწერე:
„ძალიან მეცოდებით , გული მეგლიჯება, რა გავაკეთო, რა შემიძლია, ნეტავ შემეძლოს რამე.“
და მის ქვეშ:
„გამლანძღეთ თუ გინდათ, ყველაფერი დამიძახეთ, ყველაფერს გაპატიებთ, უბრალოდ ნუ მაიძულებთ, რომ ნია მკვლელად აღვიქვა. არავინ გებრძვით თქვენ.“
მაგრამ რატომღაც, როდესაც ჩემი პირადი მიმოწერა საზოგადოებას წარუდგინეს, სწორედ ეს მეორე შეტყობინება იქნა ამოჭრილი.
სწორედ ის სიტყვები გაქრა, რომლებიც ჯერ კიდევ იანვარში დავწერე:
„არავინ გებრძვით თქვენ.“
ორივე სქრინშოთს ვდებ და ადამიანებმა თავად შეადარონ სრული მიმოწერა საჯაროდ გავრცელებულ ვერსიას — და დასკვნებიც თავად გამოიტანონ.
ნია თვეების განმავლობაში საზოგადოებას წარუდგინეს როგორც „მკვლელი“, „დამკვეთი“, „ორგანიზატორი“. ფეხქვეშ გაითელა 16 წლის ბავშვის აბსოლიტურად ყველა უფლება და უმძიმესი, ათთვიანი საზოგადოებრივი კამპანიის შედეგად მის მიმართ წარმოუდგენელი სიძულვილი შეიქმნა.
ამ ყველაფრის შემდეგ კი ახლა თითქოს მთელი ოჯახი „მანიპულატორები“ ვართ. როდესაც ჩემი სრულიად გულწფელი ემოციაც კი ჩვენს წინაღმდეგ გამოიყენება, ამოაჭრილი ვერსით.
გიგას სიცოცხლე ფასდაუდებელი იყო. მისი სიკვდილი უდიდესი ტრაგედიაა და მისი ოჯახის ტკივილს ვერაფერი გააქრობს. არ ყოფილა დღე, გიგაზე არ მეფიქროს. როგორც პირველივე დღიდან გულწრფელად ვუთანაგრძნობდი ქალბატონ ეკას, ასევე ვუთანაგრძნობ დღესაც.
მაგრამ ნია იმნაძის სიცოცხლეც ფასდაუდებელია — ისევე, როგორც ყველა ადამიანის.
ჩვენ არაფერს ვითხოვთ სიმართლის გარდა. არც იმას ვითხოვთ, რომ ვინმემ ბრმად დაიჯეროს რაიმე.
სწორედ პირიქით:
ნუ დაუჯერებთ ბრმად ნურავის. ნახეთ ყველაფერი საკუთარი თვალით და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიტანეთ დასკვნები.
საზოგადოებას არ ეკუთვნის არც ჩვენი სასურველი სიმართლე და არც სხვისი სასურველი სიმართლე.
რადგან სიმართლე არც ერთი ოჯახის საკუთრება არ არის.
საზოგადოებას ეკუთვნის მხოლოდ მიუკერძოებელი და ჭეშმარიტი სიმართლე" | წერს გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ნია იმნაძის ნათესავი, ლუკას ნავროზაშვილი სოციალურ ქსელში.