აშშ-ში ქართველ კაპიტანს 10 თვით პატიმრობა მიუსაჯეს
აშშ-ი სასამართლომ პატიმრობა და დეპორტაცია მიუსაჯა ქართველ კაპიტანს - 47 წლის ავთანდილ კალანდაძეს აშშ-ის სანაპირო დაცვისთვის თავს არიდებისა და ხომალდის გაჩერების შესახებ ბრძანების დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.
სასამართლომ ქართველ კაპიტანს 10 თვით პატიმრობა მიუსაჯა - სასჯელის მოხდის შემდეგ ქართველ კაპიტანს გამოადეპორტებენ.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ტანკერმა, რომელსაც კალანდაძე მეთაურობდა, აზიაში თითქმის ორი მილიონი ბარელი ირანული წარმოშობის ნავთობი გადაზიდა. საქმიანობის დასაფარად კი ქართველი კაპიტანი ამერიკული მხარის მტკიცებით, შენიღბვის გავრცელებულ მეთოდებს იყენებდა.
გამოძიების ცნობით, ტანკერი ცურავდა გათიშული ავტომატური საიდენტიფიკაციო სისტემით და იცვლიდა სახელს.
„47 წლის საქართველოს მოქალაქე ავთანდილ კალანდაძე ტანკერ Bella 1-ს 2025 წლის სექტემბრიდან 2025 წლის დეკემბრის ბოლომდე მეთაურობდა. Bella 1 ვენესუელისკენ მიემართებოდა, როდესაც აშშ-ის სანაპირო დაცვის კატარღა Munro ხომალდის შეჩერებას შეეცადა. ცარიელი ტანკერი არ დაემორჩილა სანაპირო დაცვის ბრძანებებს და ატლანტის ოკეანის გავლით გაიქცა.
აშშ-ის სანაპირო დაცვის კატარღა Bella 1-ს დაედევნა, რომელმაც ატლანტის გადაკვეთისას განაცხადა, რომ სახელი შეიცვალა და „მარინერა“ დაირქვა, და, ასევე ირწმუნებოდა, რომ რუსეთის დროშის ქვეშ გადავიდა. ხომალდი საბოლოოდ 7 იანვარს შეაჩერეს და აშშ-ის სარდლობის ქვეშ შოტლანდიაში გადაიყვანეს“ – წერს maritime-executive.
ცნობილია, რომ ტანკერზე 28 ადამიანი იმყოფებოდა: უკრაინის 17 მოქალაქე, საქართველოს 6 მოქალაქე, ინდოეთის 3 მოქალაქე და ორი – რუსეთის მოქალაქე. ყველა მათგანი, კალანდაძისა და ეკიპაჟის კიდევ ერთი წევრის გარდა, გაათავისუფლეს. კალანდაძის მეუღლემ სცადა მისი დაკავების კანონიერების გასაჩივრება ბრიტანეთის სასამართლოში, თუმცა სარჩელი უარყოფილ იქნა.
აშშ-ის ცნობით, სამხრეთ კორეაში 2000 წელს აგებული ტანკერი ბოლო რამდენიმე წელი რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტში“ ირიცხებოდა. გამოცემა წერს, რომ 2023 წელს, ვიდრე ტანკერი Bella 1-ის სახელით გამოჩნდებოდა, მან ხუთი სახელი და სხვადასხვა მფლობელი შეიცვალა.
ამერიკული მხარე ამტკიცებს, რომ კალანდაძის მეთაურობის პერიოდში ტანკერმა აზიაში დაახლოებით 1.8 მილიონი ბარელი ირანული წარმოშობის ნავთობი გადაზიდა აზიაში.
აშშ-ის პროკურატრაში ამბიბენ, რომ ამ დროის განმავლობაში კალანდაძე Bella 1-ის საქმიანობის დასაფარად შენიღბვის გავრცელებულ მეთოდებს იყენებდა: "ტანკერი ცურავდა გათიშული ავტომატური საიდენტიფიკაციო სისტემით და ფარავდა Bella 1-ის სახელწოდებას სხვა ხომალდზე ირანული ნავთობის გემიდან გემზე გადატვირთვის დროს".