ოკუპირებულ გულრიფშში 15 წლის რუსი ტურისტი ხევში გადაიჩახა და დაიღუპა - დაკავებულია ჯგუფის ინსტრუქტორი
ოკუპირებულ აფხაზეთში, გულრიფშის რაიონში, მთაზე რუს ტურისტთა ჯგუფის ასვლის დროს 15 წლის მოსკოველმა ახალგაზრდამ სელფის გადაღება სცადა, რა დროსაც ფეხი დაუცდა და ხევში გადაიჩეხა - ის ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც თვითგამოცხადებული აფხაზეთის შსს იტყობინება, დღეს დააკავეს ამ ტურისტული ჯგუფის ინსტრუქტორი, რომელსაც ბრალად ედება უსაფრთხოების წესების იგნორება.