ალიევი: აზერბაიჯანს სურს, ევროპულ ბაზარზე ელექტროენერგიითაც გავიდეს, რისი ერთადერთი მარშრუტი საქართველოსა და თურქეთზე გადის

12.08.26 16:08
ალიევი: აზერბაიჯანს სურს, ევროპულ ბაზარზე ელექტროენერგიითაც გავიდეს, რისი ერთადერთი მარშრუტი საქართველოსა და თურქეთზე გადის

აზერბაიჯანს სურს, ევროპულ ბაზარს ელექტროენერგიაც მიაწოდოს, რისი ერთადერთი მარშრუტი საქართველოსა და თურქეთზე გადის - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა. 

ჩვენ უნდა გავაფართოოთ ეს შესაძლებლობები. კერძოდ, შავი ზღვის ენერგეტიკული კაბელის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება მზადაა - განაცხადა ალიევმა. 

ჩვენს რეგიონში, ჩვენ გარდა, არ არსებობს სხვა ქვეყანა, რომელიც ენერგორესურსების ასეთი მოცულობით მარაგით იყოს უზრუნველყოფილი - იქნება ეს ნავთობი და გაზი თუ ელექტროენერგია. მეზობელ ქვეყნებში ჩვენი ექსპორტის შესაძლებლობების გაფართოებით, ევროპულ ბაზარზეც გავალთ. რადგან ამჟამად ევროპულ ბაზარზე უკვე გავდივართ ჩვენი ნავთობითა და გაზით, თუმცა გვინდა, იქ ელექტროენერგიითაც გავიდეთ. დღეს ერთადერთი მარშრუტი არის საქართველო, თურქეთი და შემდეგ ევროპა. ჩვენ უნდა გავაფართოოთ ეს შესაძლებლობები. კერძოდ, შავი ზღვის ენერგეტიკული კაბელის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება მზადაა. თუმცა მეორე გადამცემი ხაზი მხოლოდ გააძლიერებს ჩვენს შესაძლებლობებს. უფრო მეტიც, როგორც ალბათ გახსოვთ, 2024 წლის ნოემბერში ყაზახეთისა და უზბეკეთის პრეზიდენტებთან ერთად შევთანხმდით კასპიის ზღვაში წყალქვეშა ელექტროკაბელის გაყვანაზე და ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას,“ – განაცხადა ალიევმა.

მსგავსი სიახლეები