ფრესკებს ხავსი აქვს მოკიდებული და მათი ცვენა გახშირებულია - გელათის მონასტრის სტიქაროსანი
გელათის მონასტრის სტიქაროსანი სამონასტრო კომპლექსში არსებულ მძიმე ვითარებაზე წერს. მის წერილს ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი აქვეყნებს.
წერილის თანახმად ფრესკებს იატაკიდან ნახევარი მეტრის სიმაღლეზე ხავსი აქვს მოკიდებული. მთავარ ტაძარში, იგივე მდგომარეობაა, ამას დამატებული ფრესკების ცვენაა გახშირებული.
სტიქაროსნის თქმით, ძველი სანიაღვრე წყლის მოშლამ, რომელიც მისი მტკიცებით, ხელოვნურად არის გამოწვეული, გამოიწვია წყლის დაგროვება მთავარი ტაძრისა და მცირე წმინდა გიორგის ტაძრის საძირკველში.
მე ვარ გელათის მონასტრის სტიქაროსანი 1993 წლიდან. ძალიან ბევრი რაიმე არის გელათის მონასტრის მთავარი ტაძრისა და წმინდა გიორგის ტაძარში სავალალო მდგომარეობაში. ფრესკებს იატაკიდან ნახევარი მეტრის სიმაღლეზე აქვს ხავსი მოკიდებული. ასევე, მთავარ ტაძარში, იგივე მდგომარეობაა ფრესკების ცვენა გახშირებულია. ღია ბზარები რომლებიც თანდათანობით კედელს სცილდება. ძველი სანიაღვრე წყლის მოშლას, რომელიც ხელოვნურად არის გამოწვეული გამოიწვია წყლის დაგროვება მთავარი ტაძრისა და მცირე წმინდა გიორგის ტაძრის საძირკველში, რაც გამოუსწორებელ ზიანს აყენებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს”, - ნათქვამია წერილში, რომელსაც ნანუკა ჟორჟოლიანი აქვეყნებს.