ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად - ადვოკატი
ნატა ვიბლიანი, რომელიც ამბობს, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში, მას სვანეთში თანასოფლელები სისტემატურად აუპატიურებდნენ, პროკურატურამ ოფიციალურად სცნო დაზარალებულად - ამის შესახებ ინფორმაციას ქალის უფლებადამცველი, ტარიელ კაკაბაძე ავრცელებს.
მოგვიანებით ტარიელ კაკაბაძემ კომენტარი გააკეთა "პირველბთან". მისი თქმით, დაზარალებულად ცნობით, სახელმწიფომ აღიარა, რომ ნატა ვიბლიანი ნამდვილად არის გაუპატიურების მსხვერპლი.
ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად, ანუ სახელმწიფომ აღიარა, რომ ნამდვილად არის გაუპატიურების მსხვერპლი. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც დაახლოებით 35 წლის შემდეგ იწყება გამოძიება და მცირე დროში იდება შედეგი. სახელმწიფო აღიარებს, რომ ნამდვილად დანაშაულებრივი ფაქტი ან ფაქტები მოხდა ნატა ვიბლიანის მიმართ. რაც შეეხება პირის ან პირთა პასუხისგებაში მიცემას, პირველ რიგში მინდა განვაცხადო, რომ მხოლოდ ის ადამიანი უნდა მიეცეს პასუხისგებაში, ვის მიმართაც უტყუარად დამტკიცდება კონკრეტულიი სისხლის სამართლის დანაშაული. მე პირადად ვიქნები წინააღმდეგი, რომ მტკიცებულების გარეშე ვინმე მიეცეს პასუხისგებაში. თუ ვინმეს ხანადაზმულობა შეეხო, რა ტქმა უნდა, ხანდაზმულობიდან გამომდინარე ვერ მოხდება პასუხიგებაში მიღება, მაგრამ აქ დანაშაულს, რასაც ქვია მცირეწლოვნის გაუპატიურება არაერთგზის, ხანდაზმულობა არ ეხება, შესაბამისად, აუცილებლად დადგება საბოლოოდ შედეგი საქმეზე ", - განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.
საქმეზე გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, გამოიკითხა თავად ნატა ვიბლიანი და ასევე გამოძიებამ დაკითხა საქმის ფიგურანტებიც.
რა ვიცით, ნატა ვიბლიანის საქმეზე:
- ნატა ვიბლიანი აცხადებს, რომ 90-იან წლებში, რამდენიმე წლის განმავლობაში, მას სისტემატურად აუპატიურებდა თანასოფლელი, სრულწლოვანი კაცი ბაჩუკი ჩხვიმიანი. ამ კაცის გარდა, ნატა ვიბლიანი გაუპატიურებაში ბრალს კიდევ სამ თანასოფლელს სდებს - მალხაზ ჩხვიმიანს, როდერი ჩხვიამიანს და ჯიმშერ ვიბლიანს.
- სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომიმართვების საფუძველზე დაახლოებით ერთი თვის წინ გამოძიება საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.
- პოლიციამ 21-22 ივლისს ნატა ვიბლიანი დისტანციურად გამოკითხა.
- „შაბათის ეთერის“ ინფორმაციით, უკვე გამოკითხულია 30-მდე ადამიანი, მათ შორის ბაშიაჩუკ ჩხვიმიანი, მისი ოჯახის წევრები და მეზობლები. გამომძიებლებმა დაათვალიერეს ის სახლებიც, სადაც, სავარაუდოდ, დანაშაული ხდებოდა. ნატა ვიბლიანის მიერ დასახელებული მთავარი ფიგურანტი ბრალდებებს არ აღიარებს.