საქართველოში ბენზინი ისევ გაძვრიდა, ოკუპირებულ აფხაზეთში კი საწვავი თბილისიდან შეიტანეს
კრიზისში მყოფ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი საქართველოს კოტროლირებადი ტერიტორიიდან შეიტანეს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს საწვავი ქართულმა კომპანიებმა მიაწოდეს, თუმცა, რომელმა მსხვილმა იმპორტიორებმა, ეს კობახიძეს აღარ დაუკონკრეტებია.
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის მწვავე დეფიციტის გამო ავტოგასამართ სადგურებთან კილომეტრიანი რიგებია - ამის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელებში ვრცელდება - სოხუმი, გაგრა, სოჭი - უსასრულო რიგები ყველა ქალაქშია.
ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინისა და დიზელის მთავარი მიმწოდებელი რუსული სანქცირებული სახელმწიფო კომპანია როსნეფტია - საწვავის კრიზისი რუსეთში არსებული დეფიციტის გაგრძელებაა - უკრაინის მიერ რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისა და საცავების განადგურებას მოჰყვა კილომენტრიანი რიგები რუსეთშიც და ოკუპირებულ აფხაზეთშიც.
საწვავი ისევ ძვირდება საქართველოშიც - მძღოლები გვიყვებიან, რომ ბოლო სამ დღეში, დაახლოებით, 40 თეთრთ გაუძვირდათ საწვავი. ბენზინისა და დიზელის გაძირდება პირდაპირ აისახება მომსახურების და პროდუქციის ფასის ზრდაზეც.
ამ პრობლემების საპასუხოდ კობახიძის მთავრობა არაფერს აკეთებს - ეკონომისტებისთვის გამოსავალი აქციზისა და დღგ-ს შემცირება ან დროებით გაუქმებაა, რაც მომენტალურად აისახებოდა საწვავის ფასზე და მინიმუმ 1 ლარით გაიაფდებოდა.
გაძვირებული საწვავის ფონზე ირკვევა, რომ პრობლემები აქვთ მცირე და საშუალო ნავთობიმპორტიორებს - მათ საქართველოში საწვავი ვეღარ შემოაქვთ.