საგამოძიებო მოქმედებების მეოთხე დღე მლეთაში - გურიკა დადიანიძის დედა დაცემენტებული ჭის შესწავლას ითხოვს

13.08.26 11:06
საგამოძიებო მოქმედებების მეოთხე დღე მლეთაში - გურიკა დადიანიძის დედა დაცემენტებული ჭის შესწავლას ითხოვს

 

 

საგამოძიებო მოქმედებების მეოთხე დღე სოფელ მლეთაში. დილიდან ტრაქტორები და მძიმე ტექნიკა მუშაობს იმ ადგილას, სადაც 12 წლის წინ  გურამ დადიანიძის კვალი დაიკარგა.

ადგილზე სრულად გადაატარეს  სპეც მოწყობილობები, მაგრამ საეჭვო არაფერი შეუნიშნავთ, ახლა კი მიუვალ ადგილებზე მისასვლელად  ტრაქტორები შეიყვანეს.

გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება და მიწა, რაც დარჩა, იქ სკანერი ვერ გაივლის. თვითონ უფროსმა მითხრა, გულში ისე რომ არ დაგრჩეს რამე, დღეს 10:00 საათზე ტრაქტორებს შემოვიყვანთო. მეწყრის ვერსია გამოირიცხა, მეწყერს მე ვიძახი, თორემ როგორც მითხრეს, ქვა-ღორღია. ეს მასა ჩამოწვა და გაჩერდა ადგილზე.

ადგილზე დალუქული ჭაა, ადრე არ იყო დალუქული და დღეს მაგასაც ვეტყვი, რომ შეამოწმონ. ჯერ ორმოა და მერე ჭა. ორმოდან, რომ ჩაიხედავ ეს ჭა დაცემენტებულია. ვინ დააცემენტა და რატომ?“ - განაცხადა სოფო ბიბილაშვილმა “ტვ პირველთან”.

17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა და მას შემდეგ მოზარდის კვალს ვერ მიაგნეს. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა.  გაუჩინარებული ბიჭის დედა, სოფო ბიბილაშვილი შვილის პოვნაში დახმარებას დღემდე ითხოვს.

  • სოციალურ ქსელებში ბოლო დღეებია აქტიურად ვრცელდება 12 წლის წინ გადაღებული ვიდეო, რომელშიც ისმის ბიჭის ხმა “არ მიმატოვო“. 2014 წელს გაუჩინარებული 17 წლის გურამ დადიანიძის დედა, სოფიო ბიბილაშვილი აცხადებს, რომ ვიდეოში მისი შვილის ხმა ისმის.

 გუშინ "პირველებმა" ჩაწერა ანი გელაშვილი, რომელიც 12 წლის წინ გურიკა დადიანიძესთან ერთად იმყოფებოდა ექსკურსიაზე. საქმის მოწმე დარწმუნებულია, რომ გურიკა ციცხალია, ხმა კი რომელიც ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა დადიანიძეს არ ეკუთვნის. 

მსგავსი სიახლეები