"სოსო სიგუას უკან დიდი მანქანა მუშაობს" - სოფია სიგუას შვილებთან ერთად ემიგრაციაში წასვლა სურს

13.08.26 11:54
"სოსო სიგუას უკან დიდი მანქანა მუშაობს" - სოფია სიგუას შვილებთან ერთად ემიგრაციაში წასვლა სურს

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ექს-მაღალჩინოსანი, იოსებ სიგუა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია. დღეს უნდა გახდეს ცნობილი, დარჩება თუ არა ძალაში შემაკავებელი ორდერი, რომლითაც მას ცოლთან მიკარება აქვს აკრძალული.

თავად სოფიო სიგუა კი კვლავ მუქარაზე საუბრობს. როგორც ქალი "პირველებს" უყვება, მასთან ფბ-ზე შედის სხვადასხვა სახის მუქარის ზარები. სოფია სიგუა ფიქრობს, რომ ამ ზარებს მისი ქმრის დავალებით ახორციელებენ.

შსს-ს ექს-მაღალჩინოსნის მეუღლე ამბობს, რომ ახლა სოსო სიგუა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კვლავ თანამდებობაზე დაბრუნდეს. 

ქალი ფიქრობს, რომ ის ახლა არა მარტო ქმარს, არამედ მთელ სისტემას ებრძის. ამიტომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შვილებთან ერთად ემიგრაციაში წავიდეს, რადგან საქართველოში თავს დაცულად ვერ გრძნობს. მისი მოთოვნაა, რომ სოსო სიგუამ მას შვილებთან ერთად ქვეყნის დატოვების უფლება მისცეს. 

მას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ უნდა ამის გაუქმება, რომ ისევ დაბრუნდეს სამსახურში. მთავარი ის არის, რომ ამ ადამიანის უკან ძალიან დიდი მანქანა მუშაობს. შემოდის ჩემთან ფბ-ზე ზარები, მემუქრება, რომ ეს ყველაფერი თავის სასარგებლოდ დამთავრდება და არანაირი გზა აღარ დამრჩა, რომ მოვითხოვო ბავშვების უფლება, რომ გავიყვანო და წავიდე ამ ქვეყნიდან, იმიტომ, რომ თურმე ამ ქვეყანაში კონკრეტული სუბიექტები თავის კავშირებით ბევრად ძლიერები არიან, ვიდრე მართალი ადამიანი. არაფერი აღარ არის მთავარი, მე მინდა ამ ქვეყნიდან წასვლა. ამ ქვეყანაში ბავშვებიც აღარ უნდა გავზარდო თურმე, იმიტომ, რომ სრულიად ცამდე მართალი ადამიანი თუ ასეთი დაუცველი ხარ, ეს არის ჩემთვის სრულიად შოკი", - ამბობს სოფია სიგუა. 

ქალი ასევე საუბრობს მის წინააღმდეგ წარმოებულ კაპმანიაზეც - სოფია სიგუას მტკიცებით სოსო სიგუას დაცვის ხმარე ცდილობს მისი დაზიენებები ალერგიად წარმოაჩინოს. 

არ ვარ ალერგიული, არსებობს სამედიცინო დასკვნა, მაგრამ მთელ რიგ სპექტაკლზე არიან აქცენტირებულები, როგორ დამაზიანონ - ამბობს სოფია სიგუა. 

ყველა იჯდნენ იოსების ადვოკატები, პრ, პრესსამსახური და ცრუ მოწმეები და როგორც ცრუ მოწმეს არიგებდნენ, რომ სოფო ალერგიულია. დაზიანებების ერთ-ერთი ფოტო მაქვს  და ის უნდათ, რომ წარმოჩინონ, რომ ალერგიული ვარ. არ ვარ ალერგიული, არსებობს სამედიცინო დასკვნა, მაგრამ მთელ რიგ სპექტაკლზე არიან აქცენტირებულები, როგორ დამაზიანონ. რა თქმა უნდა, როცა ადამიანი ერთი ხარ და შენს წინააღმდეგ  იბრძვის ორგანიზებული სამართალდამცველების გუნდი, რომლებმაც, როგორც სოსო ამბობდა, იდეალურად იციან დანაშაულის გახსნა-დაკეტვა და დაფარვა, რა თქმა უნდა, მე უძლური ვარ. მაგრამ, მე აქ მიანც იმედს ვიტოვებ, რომ აქ მაინცდამაინც შსს არ წყვეტს და წყვეტენ უფრო ზემდგომები". - ამბობს სოფია სიგუა. 

რა ვიცით ძალადობის საქმეზე?

4 ივლისს  სიგუას ცოლმა "შაბათის ეთერისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში მოქმედი პოლიციელი [იმ დროისთვის იყო თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსი] ძალადობაში დაადანაშაულა. ხმაურიანი ინტერვიუს ეთერში გასვლის შემდეგ, სიგუა დააწინაურეს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსად დანიშნეს.

მას შემდეგ კი, რაც პროკურატურამ სოსო სიგუას ცოლის მიმართვის საფუძველზე გამოძიება დაიწყო და პოლიციელს ელექტრონული სამაჯური დაუმაგრა, სიგუამ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილების შესახებ საამართლო დარბაზში განაცხადა.

საგამოძიებო სიუჟეტში სოფო სიგუა ჰყვებოდა, რომ ქმარი მას „მე-12 სართულიდან გადაგდებით“, „კასრში ჩასმითა და დამარხვით“ ემუქრებოდა.

ქალი ამტკიცებს, რომ „იოსებ სიგუამ მას იარაღი შუბლზე დაადო და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა“.

მსგავსი სიახლეები