ავარია გომის მთაზე - მიკროავტობუსის მძღოლი დაკავებულია
მძღოლი, რომელიც გომის მთაზე, ხრამში გადაჩეხვის მომენტში მიკროავტობუსს მართავდა დაკავებულია.
ფაქტი "პირველებს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. მძღოლს ვარდნის შედეგად დაზიანებები აქვს მიყენებული და კლინიკაშია გადაყვანილი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
წუხელ ღამით, გომის მთის გზაზე ტურისტების მიკროავტობუსი ხრამში გადავარდა, შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 20 პირი.
შსს-გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.