შეხვედრაზე, სადა "ექსპო ჯორჯიას" პროექტზე უნდა ემსჯელათ, არც საკრებულოს და არც დეველოპერული კომპანიის წარმომადგენლები მივიდნენ

12.11.26 11:42
შეხვედრაზე, სადა "ექსპო ჯორჯიას" პროექტზე უნდა ემსჯელათ, არც საკრებულოს და არც დეველოპერული კომპანიის წარმომადგენლები მივიდნენ

ხალხს, რომელიც “ექსპოჯორჯიას“ ტერიტორიაზე მშენებლობას აპროტესტებს, არც საკრებულოს წარმომადგენლობა და არც დეველოპერული კომპანიის თანამშრომლები არ ხვდებიან.

წერეთლის გამზირის მაცხოვრებლები თვეებია ამტკიცებენ, რომ პროექტი დააზიანებს ქალაქის იერსახეს, გამოიწვევს სატრანსპორტო კოლაფსს  და ეკოლოგიურ კატასტროფას, თუმცა პროტესტი უშედეგოა.

აქციების მონაწილეებმა დააორგანიზეს შეხვედრა, სადაც მხარეებს პროექტზე უნდა ემსჯელათ, თუმცა ღონისძიებაზე მათთან სალაპარაკოდაც კი არავინ მივიდა.

ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც სრულიად საქართველოს სახელით ვაპირებთ, რომ მოვითხოვოთ, ელექტრონული ფორმატით, სრულიად გამოფენის ტერიტორიას მიენიჭოს კულტურულ მემკვიდრეობითი ძეგლის სტატუსი, რადგან მიგვაჩნია, რომ სწორედ ეს ძეგლის სტატუსი გადაარჩენს მას იმ არასასურველი დაგეგმარებული სამშენებლო პროცესებისგან, სტატისტიკურად არსებოსბ ცნობები, რომ დიდუბე ისედაც არის ყველაზე ძალიან დაბინძურებული, ჰაერის მხრივ. ესეც უპირველესი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, - ამბობს ერთ-ერთი ორგანიზატორი. 

 

მსგავსი სიახლეები